1. თუ გსურთ, შეიმციროთ კუჭის მოცულობა, პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება – თქვენ მიერ მიღებული საკვების რაოდენობაა.
რაც უფრო მეტს და ხშირად მიირთმევთ, მით დიდი ხდება მოცულობაში თქვენი კუჭი. ამიტომაც, თუ ერთი ჭამიდან მეორემდე 3 საათი არ არის გასული, საკვების ნაცვლად დალიეთ წყალი ან მწვანე ჩაი.
2. შეეცადეთ, თანდათანობით შეამციროთ ერთ ჯერზე მისაღები საკვების რაოდენობა. საუზმე უნდა შედგებოდეს არა პირველი და მეორე კერძისგან, არამედ ერთი ულუფა ფაფისგან. თანდათანობით კუჭი საკვების იმ რაოდენობაზე გადაერთვება, რომელიც მასში ხვდება. კედლები შევიწროვდება და შემცირდება მოცულობაში.
3. როცა კუჭი შეკუმშულია, განსაკუთრებულად მიაქციეთ ყურადღება ულუფის მოცულობას. ზედმეტად ნუ დანაყრდებით და ნუ მისცემთ თავს უფლებას, თუნდაც სუფრების და დღესასწაულების დროს, ზედმეტი ჭამოთ. როგორც კი კუჭი მეტი მოცულობის საკვებს მიიღებს, ის კვლავ მოიმატებს მოცულობაში და გადაერთვება დიდი ულუფების მიღებაზე.
4. მიირთვით ჩაი კოვზით, ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ დაღეჭოთ და დააქუცმაცოთ საკვები. ამ შემთხვევაში კუჭი უფრო სწრაფად და მარტივად გადაამუშავებს საჭმელს, არ დააყოვნებს მას დიდი ხნით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კუჭის მოცულობაში შემცირება სწრაფად და უკუჩვენებების გარეშე მოხდება.
5. დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ კუჭის მოცულობის შემცირებას ხელს უწყობს კვების კულტურაც. ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ სამზარეულოში და არამც და არამც ტელევიზორისა და კომპიუტერის წინ, რათა უკეთ შეიგრძნოთ საკვების გემო. ასე შეძლებთ კონცენტრირება მოახდინოთ საკვებზე და ნებისმიერი კერძი ახალ არომატს შეიძენს. ამასთან, საკვების მიღების პროცესი ნამდვილ რიტუალად იქცევა.
ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ, ბუნებრივი გზით შეიმციროთ კუჭი, ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე; შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სხეულიც სწრაფად მოიყვანოთ ფორმაში.
წყარო: www.marao.ge