გადაყლაპული ქორწინების სიმბოლო

შეყვარებული მყავდა. მისი გაცნობის ამბავიც საინტერესოდ მეჩვენება. ქირით ვცხოვრობდი და ძალზე ავი დიასახლისი მყავდა. საღამოს 10 საატზე კარს კეტავდა და მორჩა – თუ დააგვიანებდი, შინ ვეღარ შეხვიდოდი. კარგი ბიჭი იყავი და გაგეღვიძებინა!
ჰოდა, ერთ მშვენიერ ღამეს ნასვამი, ტაქსით მივედი სახლამდე და მერე გამახსენდა, რომ შინ ვეღარ შევიდოდი. ამიტომ, იქვე, სკვერში, სკამზე წამოვწექი და გემრიელად დავიძინე. დილით უჩვეულო ხმამ გამომაღვიძა. თავზე მშვენიერი გოგონა მედგა და მეკითხებოდა – ხომ არაფერი გიჭირთო? თავიდან მეგონა, რომ მოვკვდი, სამოთხეში ვიყავი და თავზე ანგელოზი დამტრიალებდა. მერე მივხვდი, რმ მაწანწალასავით ქუჩაში მეძინა. შემრცხვა. ამიტომ გოგონას ვუთხარი, – ცუდად ვარ და იქნებ, სახლამდე მიმაცილო-მეთქი. არ დამზარდა, ხელკავი გამომდო და შინ შემომყვა. უკვე დილა იყო და სახლში დაუბრკოლებლად შევედი. მერე ყავაზე დავპატიჟე. მერე ძალზე შემიყვარდა ჩემი «გადამრჩენელი». გადავწყვიტე, ხელი მეთხოვა. საქორწინო ბეჭედი ვიყიდე და ჩემს სატრფოს პაემანი დავუნიშნე. კარგად რომ შებინდდა, სწორედ იმ სკვერში ჩამოვსხედით, სადაც პირველად ვანხეთ ერთმანეთი. ბეჭედი შეუმჩნევლად პირში ჩავიდე, ნათიას მოვეხვიე და ვაკოცე. ამ დროს ბეჭედი პირში ჩავუდე. მოულოდნელობისგან გოგონამ რაღაც უხერხული მოძრაობა გააკეთა, ხველა აუტყდა, ბეჭედი ჯერ სასულეში გადასცდა, შემდეგ კი გადაყლაპა. ნათიას ჰგონებია, რომ კბილი ჩამომძვრა და ის გადაყლაპა. მერე ავუხსენი რაც მოხდა და ძალზე შეწუხდა. ბეჭდის უკან დაბრუნების ამბავი საინტერესო აღარ არის – დავქორწინდით და დღემდე ვხალისობთ ამ ამბით.

წყარო: www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები