ინგრედიენტები:
კარტოფილი – 2 ცალი,
ლორი – 400 გრ,
ბოლოკი – 6 ცალი,
კვერცხი – 3 ცალი,
კიტრი – 2 ცალი,
კეფირი – 1 ლიტრი,
კამა, ქინძი, მარილი.
მომზადების წესი: კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ. გავაციოთ და კუბიკებად დავჭრათ. ლორი და კიტრიც კუბიკებად დავჭრათ. ბოლოკი – თხლად. მწვანილები წვრილად.
ყველა ინგრედიენტი თასში მოვათავსოთ. კეფირი მოვასხათ და კარგად ავურიოთ. ბოლოს მარილი და მწვალი მოვაყაროთ. აკროშკა მაცივარში მოვათავსოთ. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ თხელი წვნიანი, კეფირი წყალში გახსენით.