28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არაფერი დაგეგმოთ, რადგან მოულოდნელად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

კურო
გააუმჯობესეთ ოჯახური და ნათესაური კავშირები. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

ტყუპი
ზოგიერთი საქმე თავისით მოგვარდება, ზოგზეც გარჯა მოგიწევთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ზოგიერთს ოჯახში მატება ელის.

კირჩხიბი
მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. ზოგიც დღეს თავის საბედოს გაიცნობს.

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და პარტნიორული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. უმნიშვნელო ფლირტი შეიძლება სერიოზულ რომანში გადაიზარდოს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.

ქალწული
სამსახურის საქმეების გამო ნურც ჯანმრთელობას გაიფუჯებთ, ნურც დასვენებას დაივიწყებთ და მეგობრებთან გართობაზეც ნუ იტყვით უარს.

სასწორი
კარგი დღეა სპორტისა და მოგზაურობისთვის. ნუ იქნებით გულუბრყვილო და სხვათა გავლენის ქვეშ ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და სოციალური სტატუსი, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის ძვირად ღირებული ნივთები შეიძინოთ.

მშვილდოსანი
წარმატება ელით სამეცნიერო და შემოქმედებით სფეროში მოღვაწეებს. აგრეთვე, მათ, ვინც დღეს ვიქტორინებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას. შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი წარმატებით და მადლიერება გამოხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის თქვენს გამარჯვებაში.

თხის რქა
ავტორიტეტს აიმაღლებთ ან დაგაწინაურებენ, ან დაფასება და აღიარება გელით. მთავარია, მოერიდოთ ავანტიურულ საქმიანობას და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ.

მერწყული
სირთულეებია მოსალოდნელი სწავლაში, გამოთვლით ტექნიკასა და კომპიუტერულ სისტემასთან. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, როგორც დღეს, ასევე მომდევნო დღეებშიც.

თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. დაარეგულირეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები