ატესტატი აიღო, სწავლის გაგრძელებას გეგმავდა – ვინ არის ნუცუბიძეზე მოკლული ახალგაზრდა

საბურთალოზე დღეს 18 წლის ახალგაზრდა ბეგი მამალაძე მოკლეს. როგორც გარდაცვლილის “ფეისბუქის” პირადი გვერდიდან ირკვევა, მან ატესტატი ცოტა ხნის წინ აიღო და სწავლის გაგრძელებასაც გეგმავდა.არსებული ინფორმაციით, ბეგლარ მამალაძე დევნილი იყო

გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა ნუცუბიძის მესამე პლატოზე, მე-10 კორპუსთან დღეს მოხდა. 18 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანატოლებმა დანით დაჭრეს. მიყენებეული ჭრილობებით ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის სხვა დეტალებზე ინფორმაციას შსს-ს არ ავრცელებს.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები