“სხვისი გასაჭირი მოისმინეთ და წუთით მაინც შეწუხდით” – ირინა ონაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და ადამიანებს მეტი სიკეთის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

 

“აბა დღეს რამდენმა თქვენგანმა დაუთმეთ გზა ფეხით მოსიარულეს, რამდენი სითბო გაეცით?პოზიტიური სიტყვები სხვების მისამართით? ფინანსურად შეიძლება ვერა მაგრამ მორალურად დაუდექით სხვებს გვერდით?

ერთი პატარა ფრაზით (კომპლიმენტით) გაულამაზეთ ადამიანებს დღე, სხვისი გასაჭირი მოისმინეთ და წუთით მაინც შეწუხდით? ძალიან პატარა სიკეთე თუ მაინც ჩააწვეთეთ სადმე?

მაგ: მოხუცი ბაბუს ბროშურა თუ იყიდეთ რომელიც გეუბნება რომ: “თუ ფული არ გაქვს ამის შესაძენად გაჩუქებო” თუ არაფერი არ გაგიკეთებიათ და არც გიფიქრიათ ამაზე ყოველდღიურად სიკეთე როგორ დათესოთ, ძალიან უინტერესო ცხოვრება გქონიათ”, – წერს ირინა ონაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები