,,კაზანტიპი“ კვლავ საქართველოში ჩატარდება

,,კაზანტიპი” წელსაც საქართელოში გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი სიგუამ, გადაცემა ,,სხვა რაკურსში“ გააკეთა.
ორგანიზატორის განცხადებით, აგვისტოში, ანაკლიაში, მოსახლეობას და ტურისტებს გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბური ღონისძიება ელოდებათ, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
,,კაზანტიპის” შემდეგ ბერვი მიხვდა, რომ ბედნიერება შესაძლებელია,“ – განაცხადა სიგუამ.
სიგუამ ისიც აღნიშნა, რომ წელს ყველაფერი ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე ჩაივლის და იმ დოზით კრიტიკა, რაც გასულ წელს იყო, მოსალოდნელი არ არის.
შეგახსენებთ, გასულ წელს ,,კაზანტიპის” საქართველოში ჩატარებას, საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ეკლესიის მხრიდან დიდი ვნებათა ღელვა და პროტესტი მოჰყვა,
გიგა გელხვიიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები