„ევროვიზიის“ წამყვანი ნინო სუბლატს – იმედია, მომავალ წელს თბილისში შევხვდებით (ვიდეო)

 

wiwibloggs.com საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელთან – ნინო სუბლატთან ინტერვიუს აქვეყნებს. სუბლატი, რომელიც 10 საუკეთესოს შორის მოხვდა, იმედოვნებს, რომ მისი თაყვანისმცემლები ფინალშიც დაუჭერენ მხარს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალში გავედი, ყველას დიდი მადლობა“, – ამბობს ნინო სუბლატი. წამყვანი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი „ევროვიზია“ თბილისში გაიმართება, ანუ წლევანდელ კონკურსში სწორედ სუბლატი გაიმარჯვებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები