ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის ბედნიერების ფაქტორების აღმოჩენას. ისინი ეძებდნენ საშუალებას, რომელიც ხდის ადამიანის ფსიქოლოგიას უნიკალურს.
კვლევა 7 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა და შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თვეში რამოდენიმეჯერ, თუნდაც შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მიემგზავრებიან განსატვირთად, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, გაცილებით ბედნიერები და ნაკლებად დასტრესილები არიან. მათ დაასკვნეს, რომ ცხოვრებისადმი კმაყოფილება ახალი ადგილების მონახულებას, სიახლეებს, პერიოდულ ცვლილებებსა და მოგზაურობას მოაქვს. თუმცა ძალიან ხშირმა მოგზაურობამ და სიახლეებმა შეიძლება თქვენი გადატვირთვა გამოიწვიოს, ამიტომ ზომიერების დაცვა აუცილებელია.
Prev Post
სხვა სიახლეები