იცით თუ არა, რომ გულის ხაზი ხელისგულზეც არის?

გულის ხაზის მეშვეობით ადამიანის ხასიათზე, მის ინტერესებზე და ძლიერ მხარეებზე შთაბეჭდილების შექმნაა შესაძლებელი.

ვარიანტი ა) თუ თქვენი გულის ხაზი შუა თითის ქვეშ იწყება, ესე იგი თქვენ ლიდერობისთვის დაიბადეთ. თქვენ ამბიციური, დამოუკიდებელი და ჭკვიანი ადამიანი ხართ;

ვარიანტი ბ) თუ თქვენი გულის ხაზი შუა და საჩვენებელ თითს შორის იწყება, ესე იგი, თქვენ უკონფლიქტო, კეთილი ადამიანი ხართ;

ვარიანტი გ) თუ გულის ხაზი საჩვენებელი თითის ქვეშ იწყება, თქვენ იდეალური სტრატეგი და ტაქტიკოსი ხართ. თქვენ გიყვართ დიდი იდეების განხილვა და გრანდიოზული გეგმების დასახვა;

ვარიანტი დ) თუ გულის ხაზი თქვენს ხელზე იწყება საჩვენებელ და დიდ თითს შორის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალზე მომთმენი, რბილი და ნაზი ადამიანი ხართ. ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰარმონია და სხვა ადამიანებთან კეთილი ურთიერთობები.

კომენტარები

სხვა სიახლეები