მარწყვის სუფლე

ინგრედიენტები: მარწყვი – 300 გრ, ნაღები – 200 მლ, შაქარი – 150 გრ, ჟელატინი – 2 ს/კ.

მომზადების წესი: ჟელატინს ანადუღარი წყალი დავასხათ და შეფუთვაზე მითითებული დროით დავტოვოთ. შემდეგ ცეცხლზე დავდგათ, ადუღებამდე მივიყვანოთ და გავაციოთ. მარწყვი დავაბლენდეროთ. ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ და დაბლენდერებული მარწყვი შევურიოთ. შემდეგ ჟელატინი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა ჭიქებში გადავიტანოთ და მაცივარში 3-4 საათით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები