3 თვის მეტისი სამყაროს ცალი თვალით შეხედავს (ფოტოკოლაჟი)

3 თვის მეტისი, რომელსაც ტირის თოფით თვალი დაუზიანეს, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ოპერაციას ჩაუტარებენ. ის თავშესაფარში “ბოშების ბაზრობაზე” მოქალაქემ ნახა და ინფორმაცია თავშესაფარს მიაწოდა.
„ეს მეტისი მხოლოდ 3 თვისაა და ადამიანის ბოროტებას უკვე ჩახედა თვალებში… მას თვალში ესროლეს, ტირის თოფით, ტყვია… ბუდიდან გადმოუვარდა თვალი… ასეთ დღეში დაინახა ბოშების განახლებულ ბაზრობაზე ლიკა სიხარულიძემ და დახმარება გვთხოვა…. ლიკა ჩვენს ჯგუფს ადგილზე დახვდა და აჩვენა საბრალო ლეკვი… სამ თვემდე, ძუ მეტისი თავშესაფარში გადმოვიყვანეთ, მას, ცოტა ხანში, ვეტერინარ კაკო რუაძესთან გადავიყვანთ საოპერაციოდ… ცალი თვალით შეხედავს სამყაროს და არასოდეს დაავიწყდება იმ ბოროტი კაცის სახე, ვინც მარჯვენა თვალის ჩინი წაართვა… თქვენი დახმარება, როგორც არასდროს ისე მჭირდება მეგობრებო! ეს ამბავი იმ უგულო კაცმა მინდა წაიკითხოს! გავაგებინოთ, რომ მისმა ბოროტებამ , ვერ დაამარცხა ჩვენი სიკეთე!!!“ – ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები