10 საინტერესო ფაქტი მარკ ცუკერბერგის ცხოვრებიდან (ფოტოკოლაჟი)

მარკ ცუკერბერგს 14 მაისს 31 წელი შეუსრულდა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ფეისბუქის დამაარსებელზე ამბობენ, რომ მან მსოფლიო შეცვალა და ის უფრო გახსნილი გახდა. სწორედ ამაზე ოცნებობდა მარკ ცუკერბერგი.

„კვირა“ მილიარდერის ცხოვრების 10 საინტერესო ფაქტს იხსენებს.

7941491. ცუკერბერგის მშობლები „საშუალო ფენის” წარმომადგენლები არიან – მამა სტომატოლოგია, დედა – ფსიქიატრი.


3906552. მარკის ცოლი Playboy-ის მოდელი ნამდვილად არ არის. 2012 წლის 19 მაისს ცუკერბერგმა თავის ძველ მეგობარზე პრისცილა ჩანზე იქორწინა.


2245803. ახალგაზრდები არც სასახლეში ცხოვრობენ და არც საკუთარ ცათამბჯენში. ისინი ქალაქ პალო-ალტოში (შტატი კალიფორნია), 7 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში დასახლდნენ.


7897884. მარკს საკმაოდ მოკრძალებული ავტომობილი ჰყავს – სედანი Acura TSX, რომლის ფასი 30 ათას დოლარს შეადგენს.


3341345. მარკს საკმაოდ უბრალოდ აცვია. საქმიან შეხვედრაზე ის ხშირად პიჯაკში მიდის, რომელიც მაისურზე აცვია. ფეხზე კი – უბრალო კედები.


4536596. საჭმელიც საკმაოდ უბრალო უყვარს. არანაირი ზუთხები და ხიზილალა. პაპარაცებმა ევროპაში თაფლობის თვის დროს ის „მაკდონალდსში“ დააფიქსირეს.


9432147. ახალგაზრდებს ჯერჯერობით შვილები არ ჰყავთ. სამაგიეროდ, ჰყავთ თეთრი უნგრული ნაგაზი, სახელად ბისტი, რომელსაც ფეისბუქში საკუთარი გვერდიც კი გააჩნია 1,8 მილიონი „ლაიქით“.


2517748. ცუკერბერგი დაბადებიდან დალტონიკია. სწორედ ამიტომ ფეისბუქისთვის ლურჯი ფერი შეარჩია, რადგანაც მწვანე და წითელი მისთვის არაფერს ნიშნავს.


8232209. 2011 წელს მარკი ვეგეტარიანელი გახდა. „მე ხორცს მაშინ შევჭამ, თუ იმ ცხოველს საკუთარი ხელით მოვკლავ“, – დაწერა მარკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


92021110. საკუთარ თავს გაცნობისას მარკი წარმოადგენს, როგორც „ზაკი“. ასე იკითხება მისი გვარის პირველი ასოები ინგლისურად Zuckerberg (Zuck)


 

კომენტარები

სხვა სიახლეები