თუ პრობლემა მოგვარებადია, არ ღირს მასზე ნერვიულობა, თუ მოუგვარებელია, ნერვიულობას აზრი არ აქვს.
დაფიქრდი და გადაწყვიტე, გადაწყვეტილების შემდეგ ნუ იფიქრებ.
ნუ შეაჩერებ წამსვლელს. ნუ გააგდებ მომსვლელს.
ჩქარა – არის ნელა, მაგრამ შეუწყვეტად.
სჯობს კარგი ადამიანის მტერი იყო, ვიდრე ცუდის მეგობარი.
ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე არ არსებობენ დიადი ადამიანები.
ვისაც ძალიან სურს ზემოთ ასვლა, ის მოიგონებს კიბეს.
ცოლ-ქმარი უნდა იყოს ხელისა და თვალების მსგავსად: როცა ხელს ტკივა, თვალები ტირიან, როცა თვალები ტირიან ხელები ცრემლებს წმენდენ.
მზემ არ იცის მართალი და მტყუანი. მზე ანათებს უმიზნოდ, რომ ვინმე გაათბოს. საკუთარი თავის მპოვნელი მზეს ჰგავს.
ზღვა იმიტომ არის დიდი, რომ პატარა მდინარეებს არ უგულებელჰყოფს.
შორი გზაც ახლო გზით იწყება.
ვინც სვამს, მან არ იცის ღვინის მავნებლობის შესახებ; ვინც არ სვამს, მან არ იცის მისი სარგებლობის შესახებ.
თუ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაგჭირდება მახვილი, საჭიროა სულ ატარო.
ლამაზ ყვავილებს კარგი ნაყოფი არ აქვთ.
მწუხარება დახეული კაბასავით არის, სახლში უნდა დატოვო.
როცა სიყვარულია, წყლულებიც კი ისეთივე ლამაზია, როგორც ლოყებზე ღარები.
საწოლში არავინ წამოკრავს რამეზე ფეხს.
ერთი თბილი სიტყვა ათბობს ზამთრის 3 ცივ თვეს.
გზა დაუთმე სულელებს და გიჟებს.
როცა ტოტს ხატავ, უნდა გესმოდეს ქარის სუნთქვა.
შვიდჯერ გადაამოწმე მანამ, სანამ ეჭვი შეგეპარება ადამიანში.
გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია – დანარჩენზე მიენდე ბედს.
ზედმეტი გულახდილობა სისულელეს უტოლდება.
სახლში, სადაც იცინიან მოდის ბედნიერება.
გამარჯვება მისია, ვინც მოწინააღმდეგესთან შედარებით ნახევარი საათით მეტს მოითმენს.
ხდება ისეც, რომ ფოთოლი იძირება და ქვა ტივტივებს.
გაღიმებულ სახეს ისარს არ ესვრიან.
ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი ასატანია – ცივი გამოხედვა და ცივი სიტყვები აუტანელი.
ათი წლის – სასწაული, ოცი წლის – გენიოსი, ოცდაათის შემდეგ – ჩვეულებრივი ადამიანი.
თუ ქალმა მოინდომა – კლდეში გაივლის.