თავადი დადიანი, რომელმაც ცოლი მილიონი ოქროს სანაცვლოდ ერთი ღამით გაათხოვა – საოცარი ისტორია სევდიანი დასასრულით

თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მართლაც ზღაპრული შენობა დგას. ამ სასახლემ დროს გაუძლო და დიდებულ იერს ახლაც ინარჩუნებს. შენობა 1895 წელს გერმანელ არქიტექტორს პაულ შტერნს აუშენებია. დაკვეთა კი შეყვარებული პრინცის, კონსტანტინე ოლდეგბურგისგან მიუღია.
ამ შენობის კედლები უნიკალური სიყვარულის ისტორიას ინახავენ. პრინცი გათხოვილი, ულამაზესი ქალბატონის სიყვარულს დაუტყვევებია. ეს ქალი თავადი დადიანის მეუღლე გახლდათ – აგრაფინა ჯაფარიძე. ყველაფერი კი ერთი შეხედვით, მარტივად დაწყებულა.

აგრაფინა “ვეფხისტყაოსნის” დადგმაში მონაწილეობდა, სადაც ნესტან-დარეჯანის როლს ასახიერებდა. ამ წარმოდგენას გერმანელი პრინცი კონსტანტინე ოლდერბურგიც ესწრებოდა, რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა.

პრინცი იმდენად მოხიბლულა აგრაფინას სილამაზით, რომ ზედმეტად გათამამებულა და თავად დადიანს ერთი ღამით ცოლი სთხოვა, სანაცვლოდ კი მილიონი ოქრო შეუთავაზებია. თავადს ცდუნებისთვის ვერ გაუძლია და პრინცის შეთავაზებას უთქმელად დათანხმებულა. აგრაფინა ჭკვიანი ქალი ყოფილა, ეს ამბავი რომ შეუტყვია, თავი დამცირებულად უგრძვნია და პრინცისთვის უთქვამს: “ფული ჩემს ქმარს გადაუხადე და სურვილიც მან აგისრულოსო”. ოლდენბურგს უკითხავს, თუ რა უნდა გაეკეთებინა აგრაფინას გულის მოსაგებად. მას კი ულამაზესი სასახლის აშენება უთხოვია.

გადმოცემის თანახმად,

სასახლე ექვს თვეში აუშენებიათ. ის პირველ სტუმრებს მთავარ დარბაზში შესვლისას კაბა და შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა.

პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ, აგრაფინას ქმარი მიუტოვებია და პრინცთან ერთად ულამაზეს სასახლეში დაუწყია ცხოვრება. მალე ხალხს ლექსიც შეუთხზავს: “ტარიელმა პრინცს მისცაო, აგრაფინა კისკისაო”.

ამ საოცარ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს. გადმოცემის თანახმად, პრინცესა აგრაფინა ბოლშევიკებმა სიყვარულის სასახლეში დაახრჩვეს. ამ ტრაგედიის შემდეგ ქალაქში ხმა დადიოდა, რომ თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული ქალის აჩრდილი დადიოდა და მისი მომხიბლავი კისკისი ესმოდათ.

წყარო: ამბები.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები