პირველყოფილი ტომები, რომლებიც XXI საუკუნეში კიდევ არსებობენ

მსოფლიოში ასეულობით უცნობი ტომი არსებობს, რომლებიც ყველაზე იზოლირებულ ადგილებში ცხოვრობენ. წარმოგიდგენთ ტომებს, რომლებმაც მოახერხეს თანამედროვე ცივილიზაციისთვის თავის არიდება, თუმცა, მათი პოვნა მაინც შეძლეს მეცნიერებმა.

ახალი გვინეას ტომები
ახალ გვინეაში კვლავაც რჩება მრავალი კულტურა და ტომური წყობილება, რომელთა შესახებაც არავინ იცის. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოსაზრება ასეთი ტომების კანიბალიზმის შესახებ, მათ შესასწავლად არავინ მიდის. საექსპედიციო ჯგუფები რამდენჯერმე სრულად გაუჩინარდნენ.

პინტუპი
1984 წელს, ასავლეთ ავსტრალიაში აბორიგენების უცნობი ჯგუფი აღმოაჩინეს. მათ აუხსნეს, რომ არსებობდა ადგილები, სადაც წყალი მილიდან მოდიოდა და საჭმლისთვის ნადირობა არ იყო საჭირო. ტომის დიდი ნაწილი თანამედროვე ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად და ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების შექმნით დასაქმდა, თუმცა, ერთი წევრი სახელად იარი იარი დაუბრუნდა გიბსონის უდაბნოს და დღემდე იქ რჩება.

ვიეტნამური რუკი
ვიეტნამის ომისას მანამდე იზოლირებული ტერიტორიებიც დაბომბეს. ერთ-ერთი გიგანტური დაბომბვის შედეგად, ჩრდილოეთ ვიეტნამელმა ჯარისკაცებმა დაინახეს ტომის წევრები, რომლებიც მოულოდნელად გამოვარდნენ ჯუნგლებიდან. ეს გახლდათ რუკის ტომი, რომლებიც პირველად შევიდნენ კონტაქტში ტექნოლოგიურად განვითარებულ ადამიანებთან. ჯუნგლების დაზიანების გამო ტომის წევრებმა თანამედროვე ვიეტნამში არჩიეს დარჩენა, მაგრამ თავიანთი

ადათწესები არ მოიშალეს.

ბრაზილიური ტომები
ბრაზილიის სახელმწიფო ცდილობდა გაეგო, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ამაზონის იზოლირებულ რეგიონებში. 2007 წელს მათ პოპულაციის კონტროლის მიზნით გაგზავნეს თვითმფრინავები, რომ ფოტოები გადაეღოთ, თუ წააწყდებოდნენ ადამიანებს. ერთ-ერთ თვითმფრინავს უცნობი ტომის წევრებმამოულოდნელად ცეცხლოვანი ისრები ესროლეს.

მარტოხელა ბრაზილიელი
ამაზონში არსებობს ტომი, რომელიც მხოლოდ ერთი მამაკაცისგან შედგება. როდესაც მეცნიერები ახლოს არიან მის აღმოჩენასთან, კაცი მისტიკურად უჩინარდება. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ფლობს ერთი კონკრეტული ამაზონის ტომის ენას და წეს-ჩვეულებებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები