ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი ამბები ტრიალებს – რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადიო “ფორტუნა პლუსისა” და Music Box-ის წამყვანი და პროექტ “ორი ვარსკვლავის” მონაწილე მირიან ჯეჯელავა მალე კიდევ ერთ არხზე გამოჩნდება.
ჯერჯერობით ტელეწამყვანი ინფორმაციას არ ახმაურებს თუმცა ვრცელდება ხმები, რომ მირიანი დილის გადაცემას GDS-ზე, ან იმედის არხზე წაიყვანს…
ცვლილებებია ტელეკომპანია „იმედის დილის“ გადაცემაშიც – ბექა ელბაქიძემ გადაცემა დატოვა, ამის მიზეზად კი ტელეწამყვანის იტალიაში გამგზავრება სახელდება.
რამდენი ხნით წავიდა ბექა საზღვარგარეთ ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმედის დილას ახალი წამყვანი ეყოლება და ეს უკანასკნელი მანიკა ასათიანი გახლავთ…
წყარო – www.musicbox.ge