გაიგე ხარ თუ არა სექსუალური

მინდა ერთი საინტერესო პოსტი გაგიზიაროთ, რომლის შესახებ წავიკითხე ჟურნალ „და ქალში“ … სხვათაშორის, ბევრ საინტერესო თემას ეხებიან ამ ჟურნალში და გირჩევთ წაიკითხოთ… სულ რაღაც ორი ლარი გაიმეტეთ, თვეში ერთხელ… დავუბრუნდები თემას და გეტყვით, რომ ეს არის ის, რაც ქალებს ძალიან გვიყვარს ( ქალებს! )… ის, რაც მამაკაცების დაინტერესებაში გვეხმარება… რაც ქალურ შარმსა და სექსუალობას გვმატებს… და რაც მე ძალიან, ძალიან მიყვარს… იმედია მიმიხვდით, თუ რა თემას ვეხებით… დიახ, ეს ქალის შიდა თეთრეულია… „შიდა“ და ბევრისთვის მიუწვდომელი, მაგრამ უამრავი საიდუმლოს ფარდის ამხდელი… სწორედ ამ საიდუმლოს შესახებ გაგანდობთ, ახლახანს წაკითხულ ინფორმაციას… თითოეულ ფერს სხვა და სხვა დატვირთვა აქვს…

– შავი –
ასეთი ფერის თეთრეულს თამამი, პრაქტიკული და დამოუკიდებელი ქალები არჩევენ… ისინი ყოველთვის თავისუფლები, თავდაჯერებულები, რისკიანები, გახსნილები და ძლიერები არიან… თუ რაიმე არ მოსწონთ ადვილად ცვლიან…
– თეთრი –
ვინც თეთრი ფერის თეთრეულს ატარებს, ყველაფერში იცავს ოქროს შუალედს… საკუთარ თავში დარწმუნებულია… მიაჩნია, რომ მისი სხეული ისედაც მიმზიდველია და ფერით არ საჭიროებს ხაზგასმას…
– ლურჯი –
ლურჯი ფერის შიდა თეთრეული ორიგინალურია… ქალები, რომლებიც ასეთი ფერის თეთრეულს ამჯობინებენ, მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან… არიან პრაქტიკულები და კორექტულები, ამავე დროს მიმზიდველები და ამოუცნობები… ასეთი ქალები მთლიანად მინდობილები არიან მეორე ნახევარზე…
– წითელი –
ასეთი ფერი გაბედულ და აქტიურ ქალებს მოსწონთ… მათ იციან საკუთარი თავის ფასი… ზუსტად იციან რას მოითხოვენ სხვებისგან… კარგად გამოსდით საყვარელი მამაკაცის მართვა… არიან პრინციპულები ყველა საკითხში… აქვთ ლიდერის თვისებები…
– ყავისფერი –
ასეთი ფერის შიდა თეთრეულის მატარებელი ქალები თბილები და ნაზები არიან… იშვიათად ღალატობენ საკუთარ პრინციპებს… კაცების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ, მაგრამ თავიანთი რჩეულს უდიდეს სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას ჩუქნიან… მამაკაცმა უნდა მოიპოვოს ის და ქალიც ბოლომდე მისი ერთგული დარჩება…
– მწვანე –
ასეთი ქალები ძლიერები და მებრძოლები არიან… ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ ყოველთვის უნდობლობას იჩენენ… გახსნილები მხოლოდ მეგობრების წრეში არიან…
– ვარდისფერი –
ვარდისფერ თეთრეულს ძალიან მიმნდობი ქალები ატარებენ… მათ ხშირად ტკენენ გულს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები… არიან მიამიტები და ბავშვურები… გარშემო უდიდეს სითბოსა და სიყვარულს აფრქვევენ…

კომენტარები

სხვა სიახლეები