ანანასის სახის ნიღბები – ხალხური სილამაზის რეცეპტები

1. გამწმენდი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის. დაჭყლიტეთ ანანასის 1 რგოლი კანის გარეშე, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და იმ რაოდენობის დაფქული “გერკულესი”, რომ მიიღოთ სქელი ფაფა. ნარევი თანაბრად გაანაწილეთ სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ მოიშირეთ ნიღაბი სველი ბამბის ტამპონით. არ შეგეშინდეთ, თუ პროცედურის დროს იგრძნობთ მსუბუქ წვას, ეს შორდება გარქოვანებული უჯრედები და ხდება კანის განახლება. მშრალი და ნორმალური ტიპის კანის დროს ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურა კვირაში ერთხელ, ხოლო ცხიმიანი კანის დროს – კვირაში 2-ჯერ.

2. ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის.
დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახის კანი ანანასის მცირე ნაჭრით და არ ჩამოიბანოთ.

3. მათეთრებელი ნიღაბი (აღიავებს ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს). 4 ს.კ. ახლადდაწურულ ანანასის წვენს დაამატეთ 2 ჩ.კ. თხელი თაფლი და 3 ს.კ. იოგურტი. დატოვეთ დასაყენებლად 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ სქელი ფენით წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ გრილი წყლით.

4. მკვებავი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის. ანანასის 1 რგოლი, 1.სკ. ბანანის რბილობი და 1 ჩ.კ. თაფლი აურიეთ ერთმანეთში. დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი პროცედურის შემდეგ წაისვით სახის დამატენიანებელი კრემი.

5. სილამაზის რეცეპტი მშრალი კანის დასატენიანებლად.
თანაბარი რაოდენობის ანანასის რბილობი და ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და სქელი ფენით დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

წყარო: რეიტინგი 

კომენტარები

სხვა სიახლეები