ხორცის წვნიანი

ინგრედიენტები: საქონლის ხორცი – 500 გრ, კარტოფილი – 600 გრ, სოკო – 300 გრ, ბრინჯი – 150 გრ, ხახვი – 150გრ, ტომატპასტა – 3 ს/კ, მარილი, პილპილი, ზეთი, მწვანილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ხახვი და სოკო წვრილად დავჭრათ. ხახვი ზეთში მოვთუშოთ, სოკო დავუმატოთ და 10 წუთი ცეცხლზე დავტოვოთ. შემდეგ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი ხორცი დავუმატოთ. წყალი დავასხათ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და 40 წუთი ვხარშოთ. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და ბულიონში დავუმატოთ. ასევე ბრინჯიც დავუმატოთ. ბოლოს ტომატპასტა დავუმატოთ. ცეცხლზე დავტოვოთ მანამ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. გემოვნებით მწვანილი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები