ინგრედიენტები:
ფორთოხალი – 6 ცალი,
ლიმონი – 2 ცალი,
წყალი – 300 მლ,
შაქარი – 50 გრ.
მომზადების წესი: ფორთოხალი გავფცქვნათ და დავჭრათ. ტაფაზე შაქარი და ლიმნის ცედრა მოვათავსოთ, წყალი და ლიმნის წვენი ჩავასხათ და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. პერიოდულად ვურიოთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. მასა ადუღებამდე მივიყვანოთ და ადუღებიდან 5-7 წუთი ცეცხლზე დავტოვოთ. შემდეგ მიღებული სიროფი ფორთოხალს დავასხათ და 12 საათით დავტოვოთ.