როგორ შეხვდა ქმარი სალომე გოგიაშვილის მეოთხე ორსულობას?

სალომე გოგიაშვილი მეოთხე შვილს ელოდება, აგვისტოს დასაწყისში – კიდევ ერთი ბიჭის დედა გახდება.

– ახლახან გახდა ერთი წლის ჩემი პატარა შვილი. ვაპირებდი დასვენებას და ქმართან ერთად სამოგზაუროდ წასვლას, საქმე იქამდე იყო მისული, რომ ბილეთების ყიდვაღა მქონდა დარჩენილი… ზოგადად, როცა რაღაცას ვგემგავ, გამორიცხულია ის განხორციელდეს, არ მეგონა, ამ შემთხვევაშიც თუ ასე მოხდებოდა, მაგრამ დაჯავშნილი ბილეთების ფონზე შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი.

– რამდენი თვის ორსული ხარ ახლა, სქესი იცი?
– 6 თვის ორსული ვარ, ბიჭს ველოდებით.

– როგორი ორსულობა გაქვს?
– ზუსტად ისეთივე ორსულობა მქონდა, როგორც წინა ბავშვზე. ტოქსიკოზი მაწუხებდა საშინლად. ეს პერიოდი ზამთარს დაემთხვა, ჩემი შვილები დასასვენებლად გავუშვი და მე ჩემს ქმართან ერთად გადავლახე რთული ეტაპი, არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა, ძირითადად ვიწექი. გარკვეულ დრომდე ვარ ხოლმე ასე, მერე ტოქსიკოზი გადამივლის და ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ ცხოვრებას. წინა ორსულობებს რომ ვიხსენებ, ყველაზე ასე ვიყავი და ტოქსიკოზის დროს სულ ვამბობდი, რომ ესაა ჩემი ბოლო და უკანასაკნელი ორსულობა, ამას ვეღარ გავუძლებ-მეთქი, მაგრამ ამასობაში მეოთხე შვილს ველოდები. მეორე წელია პერმანენტულად ორსულად ვარ, სულ რაღაც 6-7 თვე დაისვენა ჩემმა ორგანიზმმა, თუმცა ეს დრო საკმარისი არაა დასასვენებლად და ფორმაში ჩასადგომად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი დავიკელი წონაში.
mshoblebi
– რა განსხვავებაა ამ და წინა ორსულობებს შორის, თუნდაც მიდგომის მხრივ…
– ამას წინათ წავიკითხე ჩემი ზოდიაქოს შესახებ, რომ მორიელს განსაკუთრებული დედბორივი ინსტინქტი აქვს, მან წინასწარ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი, მაშინაც კი, როცა პირველ შვილს აჩენს. დაბნეულობის მომენტი არც ერთზე არ მქონია, მერე და მერე კი პრაქტიკა და გამოცდილება მომემატა.

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ კიდევ ერთი პატარის ოჯახში შემოსვლის ამბავს?
– ყველაზე სასაცილო რეაქცია ჰქონდა ჩემს ქმარს. როცა გავიგე, ფეხმძიმობის ამბავი, შოკში ჩავვარდი. არანაირად არ ვგეგმავდი და ძალიან გამიკვირდა, ტირილი დავიწყე. ცოტა ხნის მერე ნამტირალევი ხმით დავურეკე ჩემს ქმარს და ვეუბნები, ვახო, ორსულად ვარ-მეთქი… სერიალებში რომაა პაუზა, რეკლამაზე რომ გადიან და დაბრუნების შემდეგ ისევ გაშეშებულები დგანან, დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო ჩვენთანაც… დიდი პაუზის შემდეგ მკითხა, ვინ, ვინაა ორსულადო? ანუ, ვერ გააცნობიერა და არც დაუშვა, რომ მე შეიძლებოდა ორსულად ვყოფილიყავი. მე ვარ ორსულად-მეთქი… და როდისო?? (იცინის) შოკში ჩავარდა… მერე მითხრა, თათბირზე ვარ და დაგირეკავო. რომ გამითიშა, უცებ ვიფიქრე, რომ მეტყოდა, რა დროს ეგ არისო და ამ სიტყვებისთვის ვემზადებოდი. უკვე ვითარებში გარკვეულმა მეორე წუთსავე გადმორეკა და მე ძალიან შეწუხებულმა ვკითხე, რა გავაკეთოთ-მეთქი… ის უნდა გავაკეთოთ, რა მოცემულობაც გვაქვსო. ბავშვის მოცილებაზე საუბარი არ ყოფილა, მადლობა ღმერთს, აბორტი არასდროს გამიკეთებია და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ, ცოდო ხარ, შენი თავისთვისაც ხომ უნდა დაგრჩეს დროო…

– ოთხი შვილის დედა ხდები… ამ სიახლემ რა შეცვალა შენში?
– სიმართლე გითხრა, ახლა უფრო ვნერვიულობ. ციბუს გაჩენიდან 5-6 წლის შემდეგ გავაჩინე იკა, ეს იმხელა დროა, გავიწყდება მშობიარობის პერიოდი, ტკივილი და ა.შ. მე კი სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოვიარე ეს ყველაფერი და იმდენად დეტალურად მახსოვს, ძალიან ვღელავ… უბრალოდ უკან დასახევი გზა არ მაქვს.
ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა, მალევე მოულოდნელად გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი სულის ნაწილი არის ამ ადამიანში, რომელსაც მუცლით ვატარებ, ეს კი ძალას მმატებს.
mshoblebi
– სახელი შერჩეული გაქვთ უკვე?
– კი, მაგრამ ჯერ თქმას მაინც თავს ვარიდებ, დაიბადოს, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და მერე.

– პატარებისთვის საჭირო ნივთების წინასწარ ყიდვას ერიდებიან ხოლმე, შენ?
– მე იმდენი რაღაც მაქვს, არ ვიცი, სად წავიღო. ვიცი, თოთო ბავშვს ბევრი რაღაც არ უნდა უყიდო, არსად არ დაგყავს, ბევრს გჩუქნიან კიდეც და მრავლად გროვდება ყველაფერი, მაგრამ იკას მეც და მამამისმაც უამრავი რამ ვუყიდეთ, რაც საბოლოოდ უხმარი დარჩა. ჩავალაგე ეს ტანსაცმელი პარკებში, დავახარისხე, რომელი ეკლესიაში უნდა წამეღო, რომელი უნდა მეჩუქებინა მეგობრებისთვის, თუმცა მალევე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და ყველაფერი უკან ამოვალაგე (იცინის).

– სალომე, კიდევ ერთი საზრუნავი გემატება, ყურადღების სწორად განაწილების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის, როგორ ახერხებ ამას?
– იქიდან გამომდინარე, რომ სხვადსხვა ასაკის მყავს შვილები, ყველას განსხვავებული პრობლემები აქვთ, რომელსაც თვითონ აღიქვამენ პრობლემად. ამასთანავე მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფრის კეთება უყვარს თავად. ხომ შეიძლება, ვთქვათ, ბავშვების გასამზადებლად არ ავდგე დილით, არ წავიყვანო სკოლაში და ეს საქმე გადავაბარო დედას, ქმარს… მაგრამ, არ შემიძლია. მირჩევნია თავად ვიყო ჩართული ყველაფერში, ვიდრე ცოტა მეტი დავიძინო. მაშო 12 წლისაა, მისი ასაკის ბავშვები დადიან მარტო სკოლაში, მით უმეტეს, რომ საკმაოდ ახლოსაა სახლთან, მაგრამ მე არ შემიძლია მარტო გაშვება, ალბათ გათხოვებამდე მე მივაცილ-მოვაცილებ, მერე გადავაბარებ პატრონს და დავისვენებ (იცინის). მირჩვენია ყველაფერი მოვიკლო, ოღონდ შვილები მყავდეს დაბინავებული და კარგად. ელემენტარულად, ჩემი ქმარი რომ მაძლევს ფულს ჩემთვის, მივდივარ საყიდლებზე და ისევBბავშებისთვის მომაქვს ყველაფერი და სულ ამაზეა ჩხუბი, შენ რომ გაძლევენ, შენ მოიხმარე და ამათაც მივხედავთო, მეუბნება ხოლმე.

– მართალია გინდა, ყველაფერი თავად გაუკეთო შენ შვილებს, მაგრამ მაინც გკითხავ, გყავს ძიძა?
– კი, მყავს ძიძა, მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა, მით უმეტეს ამ სიტუაციაში. იკას სულ ხელში უნდა, მე უკვე ხშირად ვერ ამყავს და ნამდვილად იდგა ამის საჭიროება. მყავს ძიძაც და დამხმარე ქალიც, რომელიც მეხმარება სადილების მომზადებაში, იმიტომ, რომ მთელი დღე ბავშვებს დავყვები, სკოლაში, წრეებზე, ვარჯიშზე და ა.შ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები