არ არსებობს ქალი, რომლის გულის მოგებაც შეუძლებელია, უბრალოდ არსებობენ მამაკაცები, რომელთაც შესაბამისი გზის პოვნა არ შეუძლიათ მისი გულისკენ. დიახ, დღეს ყველაზე მარტივად “დასაკერი” ქალების შესახებ ვისაუბრებთ. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა სასურველია არ მიიღონ როგორც კანონი.
იმიტომ რომ, ნებისმიერი ქალი, ინდივიდუალური პირადი რუკის მაჩვენებლებით იბადება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის ქვემოთ ჩამოთვლილი სამეულიდან რომელიმე ჭეშმარიტად “კერკეტი კაკალი” აღმოჩნდეს, რომელიც სამომავლოდ თქვენს ნერვებს და ფინანსებს საგრძნობლად შეარყევს… თუმცა, მოდით, მაინც გადავხედოთ ზოგად სტატისტიკას.
როგორც ასტროლოგები თვლიან, ქალი, რომელსაც მარტივად შეუძლია მოიხიბლოს მამაკაცით ძირითადად ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს შორის მოიძებნება. თუმცა არის ერთი გამონაკლისიც…
1. ტყუპი – მისი სისუსტე ის არის, რომ როგორც ამბობენ “ყურებით უყვარს”, ამიტომ თუკი თქვენ ინტელექტის დონე გიწყობთ ხელს ან უბრალოდ ლამაზად საუბარი შეგიძლიათ, ქალი ტყუპი თქვენთვის მარტივი ნადავლი გახდება. ის ბევრს არასოდეს ფიქრობს დაიწყოს თუ არა ურთიერთობა მამაკაცთან, თუმცა არც იმაზე ფიქრით აიტკივებს თავს ამ უკანასკნელის მოტოვება უღირს თუ არა. თქვენთან თუ თავს მოწყენილად იგრძნობს, აუცილებლად მიაშურებს რომელიმე “სათადარიგო” თაყვანისმცემელს.
2. სასწორი – შეიძლება ითქვას, რომ მას “სიყვარული უყვარს” უფრო ვიდრე მამაკაცები და მათთან ურთიერთობა. გარდა ამისა, სასწორი პარტნიორობაზე ორიენტირებული ნიშანია და შესაბამისად, ქალი სასწორები თავს მარტოდ ძალზე უბედურად გრძნობენ. მათთვის რთულია დაკმაყოფილდნენ სხვა ცხოვრებისეულ წარმატებებს – ფულს, კარიერას, საყვარელ საქმეს თუკი გვერდით არ ჰყავთ პარტნიორი, ვისაც თავიანთ აზრს და შეხედულებებს ყოველ საღამოს გაუზიარებენ. ამიტომ ასეთი ქალის მოხიბვლა მარტივია, იმ უბრალო მიზეზით, რომ მას აუცილებლად სჭირდება გვერდით პარტნიორი.
3. მშვილდოსანი – პარტნიორების ცვლა მის შემთხვევაში თავგადასავლების სიყვარულს და ხეტიალის მუდმივ სურვილს უკავშირდება. მშვილდოსანი ბუნებით დიდი იდეალისტია, ამიტომ მამაკაცებსაც აიდეალებს და როცა აღმოაჩენს, რომ ინტერესის ობიექტი მაინცდამაინც არ შეესაბამება მის წარმოსახვაში არსებულ “იდეალური პარტნიორის” მოდელს, სინდისის ქენჯნის გარეშე აბამს რომანს პარალელურად. ზოგადად მისი მოხიბვლა მხიარული ხასიათით, იუმორის ჭარბი დოზით და თავგადასავლების სიყვარულის დემონსტრირებით შეუძლია მამაკაცს. თუკი ასეთი ხართ, აუცილებელი არ არის მსხვილი საბანკო ანგარიშით და უკანასკნელი მოდელის ავტომანქანით იწონებდეთ თავს. მშვილდოსანს მაინც მოეწონებით.