ფარშირებული კვერცხი

ინგრედიენტები: მოხარშული კვერცხი – 10 ცალი, დაკონსერვებული სოკო – 150 გრ, ხახვი – 1 თავი, მწვანე ხახვი – 150 გრ, სტაფილო – 150 გრ, მაიონეზი, მარილი, წიწაკა, ზეთი.

მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ. კვერცხი ორად გავყოთ. გული ამოვაცალოთ და გავხეხოთ. ხახვი და სტაფილო მოვთუშოთ, შემდეგ სოკო დავუმატოთ და 20-25 წუთი ცეცხლზე დატოვოთ. შემდეგ დავაბლენდეროთ, კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი შევურიოთ, მაიონეზი მოვასხათ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. ბოლოს მიღებული მასა კვერცხში მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები