ამ პროცედურით არა მხოლოდ ზედმეტ სანტიმეტრებს მოიშორებთ სხეულის სხვადასხვა ადგილიდან, არამედ გაიქრობთ ცელულიტს.
თქვენ დაგჭირდებათ:
5 სუფრის კოვზი მწვანე ჩაი (დაფქული);
3 სუფრის კოვზი თაფლი;
თბილი წყალი;
1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ან დარიჩინის ფხვნილი.
ერთმანეთში აურიეთ დაფქული მწვანე ჩაი, თაფლი და ჯანჯაფილი (ან დარიჩინი) და სქელი ფაფის მიღებამდე გახსენით 40-50 გრადუს თბილ წყალში.
დაიდეთ მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე (მშრალ კანზე), შემოიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი, ზემოდან ჩაიცვით გრძელი (უმჯობესია პირსახოცის) ხალათი და დაწექით 40-80 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ შხაპით.
იდეალურია ამ პროცედურის კვირაში 2-ჯერ გაკეთება.
ასევე იხილეთ:
შუბლის ნაოჭების გასასწორებელი ნიღაბი-სახვევი
როგორ მოვიშოროთ სტრიები
სოდის აბაზანა – უნიკალური გასახდომი და ცელულიტის მოსაშორებელი საშუალება
როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს სახლის პირობებში: უცნაური მეთოდი, რომელზეც სულ ტყუილად გაგეცინებათ