სილამაზის ინდური რეცეპტი – სახის ჯადოსნური ნიღაბი ძველინდური სანელებლით

კურკუმა – ინდური სანელებელია, რომელიც საკვებშიც გამოიყენება და კოსმეტოლოგიაშიც. მისგან მარტივი და სასარგებლო გამაახალგაზრდავებელი ნიღბის დამზადება შეგიძლიათ.
დაგჭირდებათ:

3 სადილის კოვზი მშრალი რძე;

2 ს/კ მჭადის ფქვილი;

1 ს/კ წყალი;

1 ს/კ თაფლი

0,5 ჩაის კოვზი კურკუმა.

მშრალი რძის ფხვნილი კვებავს და აუმჯობესებს სახის კანს; მჭადის ფქვილი კანიდან ზედმეტ ცხიმსა და შავ წერტილებს მოგაშორებთ. ანტიოქსიდანტებით მდიდარი კურკუმა კი კანის უჯრედების დაბერებას აგაცილებთ. აგრეთვე ებრძვის ნაოჭებს და გაგიუმჯობესებთ სახის კანის ფერს.

ერთმანეთში ჯერ მშრალი ინგრედიენტები (კურკუმა, მშრალი რძის ფხვნილი და მჭადის ფქვილი) გადაურიეთ. შემდეგ წყალი და ბოლოს თაფლი დაუმატეთ. არომატული პასტა გასუფთავებულ სახეზე წაისვით და 15-20 წუთი გაიჩერეთ. გრილ წყალში ხელები დაისველეთ და ნიღაბი, წრიული მოძრაობებით ჩამოიშორეთ სახიდან.

ამ ნიღბის შემდეგ სახის კანი ნაზი და ფაფუკი გამოგიჩნდებათ, გაგიქრებათ წვრილი ნაოჭები და გაგიუმჯობესდებათ სახის კანის ფერი.
რძის ფხვნილი შეგიძლიათ წყლით, რძით ან მაწვნით ჩაანაცვლოთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მჭადის ფქვილის ნაცვლად დაფქვილი შვრიის ფანტელები გამოიყენეთ. ნიღაბში ნუ გამოიყენებთ ბევრ კურკუმას, რათა სახის კანი ყვითლად არ შეგეფეროთ.

წყარო:https://ici.ge/topic/

კომენტარები

სხვა სიახლეები