ინგრედიენტები: ძეხვი – 6 ნაჭერი, თეთრი დაჭრილი პური – 12 ნაჭერი, პამიდორი – 150 გრ, კვერცხი – 6 ცალი, მარილი, პილპილი.
მომზადების წესი: პამიდორი მრგვალად დავჭრათ. პურის 6 ნაჭერს რბილობი გამოვაცალოთ. ხოლო დანარჩენი 6 ნაჭერი ფორმაში ჩავალაგოთ. შემდეგ მასზე ძეხვი მოვათავსოთ და ზემოდან რბილობამოცლილი პურის ნაჭრები დავადოთ. შემდეგ კი პამიდორი და თითო პურის ნაჭერზე ორ-ორი კვერცხი მოვათავსოთ. მარილი და პილპილი მოვაყაროთ და ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთით მოვათავსოთ.