ჩინელმა მოწაფემ ყინვაში 5 კილომეტრი ფეხით გაიარა, რათა სკოლაში გამოცდაზე მისულიყო

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, იუნანის პროვინცია-ში გადაღებულმა ერთმა ფოტომ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. კადრში რვა წლის მოსწავლე — ვან ფუმანი — კლასში ზის, თმა და წარბები ყინულით დაფარული აქვს, ლოყები კი სიცივისგან შეწითლებული.

ბიჭმა იმ დილით, დაახლოებით −9°C ტემპერატურაზე, ხუთი კილომეტრი ფეხით გაიარა, რათა სკოლის სემესტრული გამოცდაზე დროულად მისულიყო. ფოტოს ავტორი მისი მასწავლებელია — მან ეს მომენტი ჩვეულებრივად დააფიქსირა, თუმცა მალე კადრი ჩინურ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და საერთაშორისო მედიაშიც მოხვდა. ამბავი გააშუქეს, მათ შორის, BBC-მ და China Daily-მაც.

ფოტომ ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია. მოკლე დროში შეგროვდა დაახლოებით 450 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი (დაახლოებით 3 მილიონი იუანი). შემოწირულებები გათბობის სისტემების მოწყობას, თბილი ტანსაცმლის შეძენასა და იუნანის მსგავს სოფლის სკოლებში სასწავლო პირობების გაუმჯობესებას მოხმარდა.

მოგვიანებით, პეკინში ვიზიტისას, ვან ფუმანმა აღნიშნა:
„სახლში ქურთუკებით გვძინავს. აქ კი მხოლოდ პერანგით შემიძლია ვიარო. გათბობა ნამდვილი სასწაულია“.

„ყინულის ბიჭის“ ისტორია ერთჯერად ვირუსულ ამბად არ დარჩენილა. ის განათლებისადმი მისწრაფებისა და ბავშვური გამძლეობის სიმბოლოდ იქცა — შეხსენებად იმისა, რომ ყოველდღიური კომფორტი, რომელსაც ხშირად თავისთავად მივიჩნევთ, ბევრისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები