ტაქსისტი, ცოცხალი კამერა და ემოციური ისტორია დედაზე

ჰოლისტიკური ჯანმრთელობის მასწავლებელი არუნ ხათრი, რომელსაც სოციალური ქსელების მომხმარებლები კარგად იცნობენ, ერთ უჩვეულო და ემოციურ ისტორიას გვიზიარებს, რომელიც ტაქსით მგზავრობისას თავს გადახდა:

„რუსთავი 2“-დან მოვდიოდი. შევამჩნიე, რომ მძღოლს ტელეფონზე ცოცხალი კამერა ჰქონდა ჩართული. ვკითხე, რა იყო ეს. მან გამიღიმა და მითხრა: სახლში დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედას — ასე ვიცი, რომ კარგად არის…

არც ფუფუნება, არც დიდი სიტყვები — უბრალოდ სუფთა სიყვარული… ეს არის ის, რასაც დედა ნამდვილად იმსახურებს შვილებისგან.

არა ფული, არა საჩუქრები — უბრალოდ ზრუნვა, უბრალოდ ყოფნა, უბრალოდ პატივისცემა… თუ შენი მშობლები ცოცხლები არიან, შენ უკვე მდიდარი ხარ!

მოუფრთხილდი შენს მშობლებს — დრო არ იცდის, სიყვარული არ უნდა გადაიდოს…“, — წერს ფეისბუქში არუნ ხათრი.

კომენტარები

სხვა სიახლეები