განათლების გავლენიანი რეფორმატორის მარია მონტესორის რჩევები მშობლებს

მარია მონტესორი (1870–1952) — იტალიელი პედაგოგი, ექიმი და განათლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეფორმატორი იყო.

იგი მსოფლიოში ცნობილია მონტესორის პედაგოგიური მეთოდის შექმნით, რომელიც ეფუძნება ბავშვის ინდივიდუალურ თავისუფლებას, თვითგანვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილებით სწავლას. მონტესორის მიდგომის მიხედვით, მასწავლებელი არა ინფორმაციის გადამცემი, არამედ ბავშვის განვითარების დამხმარე და გარემოს შემქმნელია.

მარია მონტესორი იყო იტალიის პირველი ქალი ექიმი, რაც მის ეპოქაში განსაკუთრებული მოვლენაა. ბავშვებთან მუშაობისას მან შენიშნა, რომ სწორად მოწყობილ გარემოში ბავშვები ბუნებრივად ავლენენ კონცენტრაციის, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის უნარს.

მისი მეთოდი დღესაც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში — საბავშვო ბაღებიდან დაწყებული დაწყებითი განათლების დონემდე — და ითვლება ბავშვზე ორიენტირებული განათლების ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელად.

ბავშვის სწორად აღზრდასთან დაკავშირებული მარია მონტესორის ფრაზები:

  • თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ – ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
  •  თუ ბავშვს ხშირად აქებენ – ის სწავლობს შეფასებას.
  • თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო – ის სწავლობს ჩხუბს.
  • თუ ბავშვთან მართალნი არიან – ის სწავლობს სამართლიანობას.
  • თუ ბავშვს ხშირად დასცინიან – ის მხდალი გაიზრდება.
  • თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს – შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
  • თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
  • თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს – ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
  • თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი – ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
  • თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ – ის თავდაჯერებულობას იძენს.
  • თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას – ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
  • ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს.
  • პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
  • არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე – არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
  • ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
  • ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
  • მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
  • დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
  • ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები – მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.

კომენტარები

სხვა სიახლეები