ფსიქოლოგ მაია ბერუაშვილის მშობლებს, რომლებსაც გაჯეტებზე დამოკიდებული მოზარდების პრობლემა აწუხებთ, ერთ პრაქტიკულ და საინტერესო რჩევას აძლევს:
“მოზარდის მშობლები დამეთანხმებიან, რომ მათთან კომუნიკაცია უფრო გართულდა, რაც გაჯეტები შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში,
ერთ ოთახში თუმცა ურთიერთობის გარეშე,
სიჩუმე ნორმალურია, მაგრამ ტელეფონით მისი შევსება აჩერებს კავშირს.
როგორია ეფექტური კომუნიკაცია მოზარდებთან?!
ნუ დაუსვამთ ისეთ კითხვას, რაზე პასუხიც შესაძლოა იყოს “კი” ან “არა” (მაგ: უყურე ამ ფილმს?)
გადაიტანე ფოკუსი გარემოზე, რაც ამცირებს შფოთვას.
გააზიარე პატარა რამ: “რატომღაც დღეს მთელი დღე ეს უცნაური სიმღერა მიტრიალებს თავში. შენ თუ გაქვს ხოლმე ასეთი დღეები?”
თუ არ ჩაება საუბარში:
თქვი ნაზად: “მისმინე, ვიცი, რომ შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანს ელოდები, მაგრამ მე შენთან საუბარი მირჩევნია. შეგიძლია ტელეფონი უბრალოდ გვერდზე გადადო ცოტა ხნით? მერე თავისუფლად შეგიძლია შეამოწმო.
ეს პირდაპირი და ზრდილობიანი მოთხოვნა ასწავლის მოზარდს საზღვრების დადგენას”, – წერს ფსიქოლოგი.