D4vd-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოუშვა, რეალურ ტრაგედიად იქცა – მომღერალის მანქანაში მოზარდის გვამი იპოვეს(ვიდეო)
D4vd-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოუშვა, რეალურ ტრაგედიად იქცა.
მომღერალმა D4vd-მ, რომლის ნამდვილი სახელი არის David Anthony Burke, 2025 წლის თებერვალში გამოუშვა მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „One More Dance“, რომელშიც ის სისხლიანი ტანსაცმლით, თვალებდაფარული, სხეულს მანქანის საბარგულში აგდებს. ვიდეომ 3.9 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2025 წლის 8 სექტემბერს, კალიფორნიის ჰოლივუდ ჰილსში მდებარე Tesla-ს საბარგულში 15 წლის Celeste Rivas Hernandez-ის დამწვარი და გაპლასტიკებული ცხედარი იპოვეს. ისინი მას 13 წლის ასაკში დაკარგულად აცხადებდნენ.
ამერიკის პოლიცია ამჟამად არ აკავებს D4vd-ს, თუმცა მისი სახლი ჰოლივუდ ჰილსში გაჩხრიკეს და რამდენიმე ნივთი ამოიღეს. მომღერალმა გააუქმა თავისი მსოფლიო ტური და აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან.