ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. წლებთან ერთად, იცვალა მისი იერსახე და აღნიშვნის რიტუალები, თუმცა მისი ფუნდამენტი არასდროს შეცვლილა.სხვადასხვა ქვეყნებში ახალი წლის დადგომა განსხვავებულ დროს და განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნებოდა. თუმცა ამ დღესასწაულს ყველასთვის ერთი რამ აერთიანებდა – ადამიანებს სჯეროდათ, რომ ყველა ცუდი მოვლენა ძველ წელთან ერთად ქრებოდა.რის შემდეგაც იბადებოდა ახალი სამყარო და უკეთესის მოლოდინის იმედი ჰქონდათ. ამიტომ, ადამიანებისთვის ახალი წელი ახალ ემოციებთან და განსაკუთრებულ სიახლეებთან იყო დაკავშირებული.მათ სჯეროდათ, რომ ახალი წელი ყველაზე სანუკვარ სურვილებს დაუდებდა დასაბამს.
გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი პირველ იანვარს დგება.
სასაათო სარტყლების მიხედვით, ახალი წლის აღნიშვნა პირველად ყოველთვის იწყება წყნარ ოკეანეში, კირიბატის კუნძულებზე. უკანასკნელები კი ძველ წელს აცილებენ კვლავ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მიდუეის მცხოვრებლები.
ზოგიერთ ქვეყანაში ახალი წლის დადგომას მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ.საბოლოოდ კი ყველა ქვეყანაში ახალი წელი ახლის დასწაყისთან, დღესასწაულთან და პოზიტივთან ასოცირდება.