ხის მწვანე გველი – როგორ უნდა შევხვდეთ 2025 წელს

2025 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ”ხის გვე­ლის წელი” ერთ-ერთი პრეტენზიული ნიშნის წელია . გველი აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი არ­სე­ბაა, სხვა ნიშნებისგან ის მეტად გამოირჩევა მისი კულტურით, ინტელექტით და ინოვაციური აზროვნებით. 2025 წელს განსხვავებული გავლენა და ენერგია მოაქვს, ის კრეატიულობას და სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის. ბევრ ცვლილებას , შეხვედრას და მოვლენას გვპირდება. გვაჩვევს მოქნილობას , განსაკუთრებით მათთვის ვინც ფინანსური კეთილდღეობისთვის ისწრაფვის.
რეალურ ცხოვრებაში გველი საკმაოდ საშიში ცხოველია, მაგრამ მწვანე ფერი, მისდამი დამოკიდებულებას არბილებს. ასევე მწვანე ფერი ასოცირდება – ჰარმონიასთან, ზრდასთან და მშვიდობასთან.
იმისათვის, რომ გველი ვინმესთვის სახიფათო არ იყოს, ის არ უნდა გააბრაზოთ.. . უმჯობესია არ მიიყვანოთ იგი ასეთ მდგომარეობამდე, რადგან მარტივად შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგე, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ხის მწვანე გველის წელისგან არ უნდა ველოდოთ იმედგაცრუებას, ის გარშემო აკონტროლებს ყველაფერს, მყარად ინარჩუნებს თავისუფლებას და სიმშვიდეს. ასევე ფერთან ერთად საინტერესოა განვმარტოთ თუ რაზე მიგვანიშნებს თავად ხე.. ხე ასოცირდება თავის მხრივ ზრდასთან, განვითარებასთან და მუდმივ აღმავლობასთან.
რას უნდა ველოდოთ ხის მწვანე გველის წელისგან
გველს ხშირ შემთხვევაში მოაქვს მღელვარება, რაც ზოგჯერ საზიანო შეიძლება იყოს გარშემომყოფთათვის. დაძაბულობა და მღელვარება იწვევს განსაცდელს და არეულობას. მსგავსი მოვლენები მეტად მოსალოდნელია წლის პირველ კვარტალში. ყურადღება გაამახვილეთ მატერიალურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე.
დანარჩენი პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ დატკბეთ სტაბილური სიმშვიდით.
როგორ მოვიზიდოთ წარმატება და იღბალი?
გველი საკმაოდ პრეტენზიული არსებაა, მან არ უნდა იგრძნოს ყურადღების დეფიციტი გარეშემო მყოფებისგან, თორემ ეს შესაძლებელია ეჭვიანობისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდეს.
აუცილებელია მისთვის გარემო უზრუნველყოთ, სათანადოდ მორთოთ ოთახი ტროპიკული ქოთნის მცენარეებით . ასევე მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ ხურდა ფულის დახვედრება,რადგან ის განძის მოყვარულია.
როგორ აღნიშნოთ?
წლის გმირმა მშვენივრად იცის, როგორ დატკბეს ცხოვრებით, იგი სულაც არ არის მკაცრი და მარტოსული, განდეგილი ან მხოლოდ სიმშვიდეზე ორიენტირებული. განტვირთვასთან ერთად მას უნდა ბევრი დრო გაატაროს ახლობლებთან , ვიდრე მათ გარეშე. ამიტომ ახალ წელს ნუ იტყვით უარს, გაატაროთ დრო მეგობრების და ახლობლების წრეში, არ აქვს მნიშვნელობა ამას რესტორანში გააკეთებთ, სახლში თუ ბუნებაში, მთავარია მეგობრული ატმოსფერო სუფევდეს ირგვლივ, სიყვარულს და სიხარულს ვგრძნობდეთ მათგან ვისთან ერთადაც ვაპირებთ შევხვდეთ 2025 წელს.
როგორი უნდა იყოს სუფრა?
საინტერესო იქნება სუფრაზე მწვანე ფერის სიჭარბე, რაც მეტ სიხალისეს და სიცოცხლეს შესძენს საახალწლო განწყობას. ასევე შეგიძლიათ ყვითელი და ნაცრისფერი ელემენტების გამოყენება მცირე დოზით, მთავარია არ იქნეს გადაჭარბებული ფერთა სიმრავლე. უნდა ჭარბობდეს კენკრა, ბოსტნეული და მარცვლეული. ხოლო რაც შეეხება ხორცს, უმჯობესია ფრინველის ხორცით იყოს გაწყობილი.
გვე­ლის წე­ლის შემოსვლამდე უმჯობესია, მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არაფრის მომცემი. ეს ეხება როგორც ნივთებს, ასევე ადამიანებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები