“როგორღაც გადავრჩით! ორჯერ წაგვიღო მეწყერმა მე და ჩემი დისშვილი… ღმერთმა გადაგვარჩინა” – რას ჰყვება დავით ჯალაძე, რომელმაც თავისი 5 წლის დისშვილი მიწის მასიდან ამოიყვანა

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

უახლესი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ არ არიან ნაპოვნი მეწყერში მოყოლილი ადამიანები. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ დედამისი, რომელიც მეწყრის ჩამოწოლისას სამზარეულოში იმყოფებოდა, მის თვალწინ გაუჩინარდა და ამ დრომდე მაშველებს არ უპოვიათ.

23 წლის დავით ჯალაძე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ დღის გმირად იქაცა, სტიქიის შესახებ “ფორმულასთან” ჰყვება. ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი 5 წლის დისშვილი მიწის მასიდან ზურგზე შემოსმული ამოიყვანა.

“შო­ვი­დან მოვ­დი­ო­დით, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ასა­ღე­ბად ვი­ყა­ვით. ად­გი­ლი­დან ვე­ღარ და­ვიძა­რით. წი­ნი­დან და
უკ­ნი­დან მე­წყე­რი მო­დი­ო­და. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო… ორი ავ­ტო­მო­ბი­ლით ვი­ყა­ვით. ის მან­ქა­ნე­ბი წა­ი­ღო წყალ­მა,
გად­მოს­ვლა მო­ვას­წა­რით. რო­გორ­ღაც გა­დავ­რჩი. ორ­ჯერ წაგვიღო მეწყერ­მა მე და ჩემი დის­შვი­ლი… ღმერ­თმა
გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ჩემი იჯა­ხი, ყვე­ლა­ნი გა­დავ­რჩით, სხვე­ბის შე­სა­ხებ არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია.” – აცხა­დებს ჯა­ლა­ძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები