შოვში დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი ამოიცნეს – ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს.

„პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.

3 ბავშვიდან, რომელიც ზაზა მესხთან და ალინა პოლიკოვსკასთან ერთად დაიკარგა, 2 სწორედ მესხის პირველი ქორწინებიდანაა.

ზაზა მესხის ხუთსულიანი ოჯახი ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობდა და საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული.

კომენტარები

სხვა სიახლეები