რაში ეხმარება ბავშვს საშიში გარეგნობის სათამაშო და რა სარგებლობა აქვს მას – ფსიქოლოგების განმარტება

ხშირად შეგვიმჩნევია, რომ უარყოფითი, ულამაზო, საშიში გარეგნობის სათამაშოები ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო დროს “ჰაგი-ვაგი” გახდა პატარების მორიგი გატაცება. აღმოჩნდა, რომ საშიში გარეგნობის სათამაშოებს ერთგვარი თერაპიული ეფექტიც აქვთ.

როდესაც ბავშვი თამაშობს საშიში სათამაშოთი, მას ეძლევა შესაძლებლობა, შიშის გრძნობის დაძლევაში “ივარჯიშოს”. ის აკონტროლებს უჩხულს, თავად წყვეტს, რა გააკეთებინოს მას. ეს კი კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ ბავშვმა შიშების გადალახვა შეძლოს. ასე მუშაობს თამაშის თერაპია.

შესაძლოა შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს შვილს თავიდან ეშინია ზოგიერთი მონსტრის, მაგრამ შემდეგ, ცოტა ხნით მათთან თამაშის შემდეგ, იწყებს მათ მეგობრებად აღქმას.

თამაშის თერაპია, როგორც კონცეფცია, გასული საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა. ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თამაშის დახმარებით ადამიანის ემოციურ ფონზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია. მეტიც, შეიძლება ეს ემოციური ფონი განავითაროთ და უმკურნალოთ მას. ეს მეთოდი ერთგვარი არტთერაპიაა (მკურნალობა შემოქმედებითობით). სპეციალისტი საშუალებას აძლევს ბავშვს, განიცადოს გარკვეული სიტუაციები და იმუშაოს მათზე. ბავშვებისთვის ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები