“ვწუხვარ რომ ქალობა არ გეყო საკუთრი ქმარის და საკუთრი ღირსება დაგეცვა” – სალომე უშხვანი ნიკოლოზ ქართველის ყოფილ ცოლს მიმართავს

“პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილე სალომე უშხვანი მასსა და ნიკოლოზ ქართველს შორის განვითარებულ მოვლენებზე წერს და ქართველის ყოფილ ცოლს მიმართავს:
“მოგესალმებით, ბოლოს განვითრებული მოვლენები მიმართული იყო იმისკენ რომ მე გამომიყვანონ ქალი რომელმაც ოჯახი დაანგრია. ნუთუ ვინმეს გგონიათ შესაძლებელი იყო ამის მონაწილე ვყოფილიყავი ? მთელი საქართველოს თვალწინ ვითარდებოდა ჩემი და ნიკოს ურთიერთობა. ჯერ კიდევ მე რომ არ მეჯერა ჩემი გრძნობების მის მიმართ, თქვენ მწერდით მხარდამჭერები რომ შეყვარებული ვიყავი, რომ ეს თვალებზე მეტყობოდა… მე არ ვარ ის ქალი რომელიც თანახმა იქნება საყვარელი კაცი ვინმესთან გაიყოს, მე ვიყავი დარწმუნებული რომ ნიკო მთელი ემოციებით და ფიზიკურობით ჩემი იყო,

ვერ წარმომედგინა თუ იარსებებდა ცოლი რომელიც დაწერდა რომ “ნიკოს ურჩიეს რეიტინგულობის გამო ეთქვა ცოლს გაშორებული ხარო ” ვწუხვარ თაია, ასეთი დაბალი თვითშეფასების გამო, რომ საკუთარ ქმარს შენს გამოჩენას ეკრანებზე ერჩივნა ეთქვა რომ უცოლო იყო, ნამდვილად ვწუხვარ რომ წარმოვიდგენ ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდი. ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა დამალული, მე ცოლიან კაცს მალულად არ ვხვდებოდი, მე თქვენი , ჩემი თითოეული მხარდამჭერის თვალწინ შემიყვარდა, მეტკინა, განვიცადე და ვიყვირე.

კი თაია ეს მე ვიყავი რომელიც ვყვიროდი რომ წაგეყვანა შენი ქმარი, მხოლოდ ერთ სიტყვას გთხოვდი გეთქვა რომ შენი ქმარი იყო, სანამ უფრო მეტად ჩავეშვებოდი გრძნობებში, როგორ შეგეძლო გეყურებინა ჩემს ასეთ მდგომარეობას და ალბათ იცინოდი კიდეც ჩემზე, როცა პარასკევს ნიკო ისევ შენთან ბრუნდებოდა… სად იყო შენი ქალური სოლიდარობა როცა ხედავდვი შენი ქმარი თავს როგორ აყვარებდა მეორე ქალს, როგორ მიხსნიდა სიყვარულს, როგორ ტიროდა ჩემ გამო და როგორ მოისწრაფოდა ჩემკენ ? სად იყო შენი ქალური სოლიდარობა როცა სრულიად ერი მაჰეითებდა , ისტერიკიან ქალს მეძახდა და თქვენი გარემოცვა ნიკოს მიზანმიმართულ გაშავებაში მდებდა ბრალს ? ამ ყველაფრის პარალელურად კი ნიკო თავის სიყვარულს მიმტკიცებდა და მთხოვდა დამეჯერებინა.

რატომ ხალხო, ნუთუ პირველი შეყვარებული ქალი ვარ რომელიც ემოციებს აჰყვა და ყვირილისგან ჩხუბისგან დაღლილი დინებას და სიყვარულს მიჰყვა… ? მე ნიკო ახლა გავიცანი, თაია შენ ხომ 6 წელია მისი ცოლი ხარ ? შენ ხარ ის ქალი რომელმაც თქვა რომ თქვენი ქორწინების განმავლობაში ნიკოს 5 საყვარლის არსებობა აპატიე , გეგონა მეც მორიგი ვიქნებოდი და ჩემს მიერ გაჩენილი გრძნობები ნიკოს მიმართ უმნიშველოდ ჩათვალე. თუ მე ვერ დავინახე ამ ეპიზოდებში შენი ქალური სოლიდარობა , ჩემგან რატომ ითხოვდი იმავეს ? როცა პორექტი დასრულდა და ხედავდა რომ ნიკომ მე ამირჩია და ჩემთან იყო მხოლოდ მაშინ გადაწყვიტე ჩემთვის სიმართლის თქმა.

სად იყო ეს სიმართლე როცა აღმაშენებელზე მოხვედი ?

როცა წერ რომ ჩემთან კომუნიკაციას ცდილობდი, ინსტაგრამზე მესიჯი გამოგიგზავნია( რომელიც რექვესთებში იყო ჩაგდებული და არც კი მინახავს), რა საჭირო იყო ეს, როცა აღმაშენებელზე მე და ნიკო ჩვენს მეგობრებს როგორც წყვილი ისე შევხვდით და შენ 1 სიტყვა არ მითხარი, განა არსებობენ ასეთი ცოლები ? ამიტომ არ დავიჯერე ბოლომდე შენი ცოლობის. მე არ ვყოფილვარ ასეთი “ცოლი” და ვერც წარმოვიდგენდი რომ მ ა რ ო ცოლები ამ საუკუნეშიც იარსებდბენ.

როცა ამბობ რომ ნიკომ კარაოკეში შენი თავი როგორც ცოლი ისე გამაცნო, სირცხვილია თაია, კვლავ უკადრებელს ნუ იკადრებ. შეწყვიტე. კარაოკეში რომ გნახე ნიკომ ეს ჩემი ყოფილი ცოლაიო, თუ ყოფილია ასეთი სახით რატომ ზის და რატომ კომუნიკაციაში არ შემოდი მეთქი ? ნიკოს პასუხი იყო რომ შენ დაშორებას ვერ ეგუებოდი და ყურადღება არ მომექცია და შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ გამემწვავებინა.

დავუბრუნდეთ პროექტიდან წამოსვლის შემდეგ განვითრებულ მოვლენებს… მაშინ როცა თაიამ გაიაზრა რომ ნიკო ჩემთან იყო , რეკავს და კითხულობს თავის ქმარს , რომელიც მანამდე მრავალგზის უარყო. მოიკითხა ქმარი, რომელზეც ამბობდა რომ მე ცილს ვწამებდი და სასამართლოში მიჩივლებდა თუ არ შეწყვეტდი იმის თქმას რომ ნიკოს ცოლი ჰყავდა. მოიკითხა ქმარი, რომელმაც საჯაროდ მრავალჯერ უარყო ცოლის არსებობდა… მოიკითა ქმარი რომელმაც მის თვალწინ მეორე ქალს თვავი შეაყვარა ….

ვწუხვარ თაია, გულწრფელად ვწუხვარ რომ დაგაგვიანდა მოკითხვა, ვწუხვარ რომ ქალობა არ გეყო საკუთრი ქმარის და საკუთრი ღირსება დაგეცვა და ოჯახის სიწმინდე შეგენარჩუნებინა.

იმ დროს გამოჩნდი როდესაც ჩემმა შვილებმა ნიკო უკვე შეიყვარეს, როცა ნიკოსგან ვერანაირ ტყუილს ვერარ წარმოვიდგენდი, იმ დროს გამოჩნდი როცა მის გარეშე სუნთქვაც კი ვერ წარმომედგინა… ვწუხვარ რომ ამ დროს გამოჩნდი… და არა მანამდე..

როცა შენ გამოჩნდი, მე უკვე აღარ ვიყავი ცალკე აღებული სალომე , აღარც ნიკო იყო ცალკე აღებული ნიკო, უკვე ჩ ვ ე ნ ვიყავით….

დუბაიში რატომ წავედი ? იმიტომ რომ ნიკოს გრძნობებში დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ ნიკოს სიტყვებში ეჭვი არ შემქონდა როცა მეუბნებოდა რომ თაია არ უყვარდა და მას დაუსრულა. უბრალოდ თავის შეკავებას მთხოვდა საჯაროობისგან მხოლოდ იმის გამო რომ შენი ნაცადი ხერხი სუიციდის მცდელობა კიდევ ერთელ არ განმეორებულიყო და ესეც ჩვენს თავს არ მომხდარიყო.,, ვწუხვარ რომ გიწევს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება, მაგრამ ეს არ გახდებოდა საჭირო თავის დროზე რომ გეთქვა მე ვარ ცოლი.. ახლაც ვერ ვხვდები აღმაშენებელზე რამ შეგიშალა ხელი ეს რომ არ თქვი…

ჩემი დანაშაული იქ დასრულდა, როცა საჯაროდ ვიხვეწებოდი სიმართლეს და ვერ მივიღე,

ჩემი დანაშაული იქ დასრულდა , როცა ურთიერთობაში საჯაროდ შევედი და შენგან არაფერი დამიმალავს.

ჩემი დანაშაული იქ დასრულდა როცა მე შენგან განსხვავებით არ ვიყავი თანახმა ნიკოს ვინმესთან გაყოფის და სანამ არ დამარწმუნა რომ შენთან არ იყო,

ჩემი დანაშაული იქ დასრულდა როცა ჩვენი ერთდ ყოფნის გასაჯაროება ჩემი გულიანების ხელით მოხდა, შენ რომ სექტანტებს უწოდებ . ეს ის ქალები არიან, რომლებიც არასოდეს დათანხმდებიან მაროობას და არასოდეს შეეშინდებათ გვერდით დაუდგნენ შეყვარებულ ქალს, ისინი მუდამ ჩემთან იყვნენ სიმართლის ძიების გზაზე და მათაც იგივენაირად პასუხობდი რომ ნიკო არ იყო ქმარი და შეგვშვებოდნენ .

ამ სიმართლეს ორივე ვიმსახურებდით.

ყველა ქალი იმსახურებს სიმართლეს და შეყვარებული კაცის გვერდით ყოფნას.

ვწუხვარ რომ საკუთარ დახებულ მახეში თავად აღმოჩნდი, ჩემი სიყვარული თუ დანაშაულია , ვიყო დამნაშავე რომელიც თვეები ყვიროდა და ეძებდა სიმართლეს”. წერს სალომე უშხვანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები