საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ფოტო, რომელზედაც თბილისის ერთ-ერთ სახლში საახალწლოდ მორთული ნაძვისხეა გამოსახული. სურათი არა უმეტეს 1913 წლით თარიღდება, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ ნაძვისხე ახლანდელი გერონტი ქიქოძის ქუჩაზე, ცხრა ნომერში მდებარე სახლში დაუდგამთ.
ის, თუ ვის ეკუთვნოდა სახლი ან ვინ მონაწილეობდა სადღესასწაულო მზადებაში, უცნობია. ჩვენამდე მხოლოდ ფოტოზე არსებულმა ინიციალებმა მოაღწია, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: “ვ.მ.თ”.
თბილისის პირველი საახალწლო ნაძვისხის ფოტოსურათი გიგლო ყარალიშვილის კოლექციას ეკუთვნის.
სხვა სიახლეები