რას უნდა ველოდოთ 2023 წყლის (შავი) კურდღლის წელს – რამაზ გიგაურის პროგნოზი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური 2023 წლის ზოგად პროგნოზს აქვეყნებს:
“2023 წლის ასტროლოგიური დახასიათება
/© რამაზ გიგაური/
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2023 წელი წყლის (შავი) კურდღლის (იაპონური კალენდრის მიხედვით კატის) წელი იქნება. ის 2023 წლის 22 იანვარს (თბილისის დროით 0:53 საათზე) დაიწყება და 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
კურდღლის წლის ზოგადი დახასიათება
(სიმშვიდე, გაწონასწორება, მოქნილობა)
კურდღლის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების შედარებით ნელი, პასიური განვითარება. მას ვეფხვისგან განსხვავებით არსად არ ეჩქარება. ის წინასწარ ზომავს და და ისე აკეთებს ნახტომს ან სულაც გარბის. ეს დუალისტური ცხოველია და შეიძლება რომ გვეჩვენება გარბის, გაჩერდეს და პირიქით. ამიტომ ეს წელი ადამიანებისგან ნაკლებ იმპულსურობას და მეტ დაკვირვებულობას ითხოვს. აქ წარმატების შანსი უფრო იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებიც მოქნილებას, მოთმინებასა და სიმშვიდეს გამოიჩენენ. კურდღლის წელში წარმატების მიღწევისთვის რეკომენდებულია შემდეგი თვისებების გამოვლენა: მოქნილება, გაწონასწორება, მოთმინება, სიმშვიდე, ტაქტიანობა, დიპლომატიურობა, სიტუაციის სწორად შეფასების, ხოლო რთულ სიტუაციებში „ცივსისხლიანად“ მოქმედებების უნარი.
რას უნდა ველოდოთ 2023 წყლის (შავი) კურდღლის წელს
2023 წელი – აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით კურდღლის წელს შეესაბამება (ასევე კურდღლის წელი იყო: 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011 წლები). დამდეგი წლის სტიქია – წყალია და შავ (ლურჯ) ფერთან ასოცირდება.
კურდღლის წელი აღმოსავლეთში აქტიურად და შედარებით მშვიდობიან წლად ითვლება. ის მიიჩნევა მეგობრულობის, ხანგრძლივი სიცოცხლისა და სექსუალურობის სიმბოლოდ. ჩინურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში კურდღელი მთვარის ემანაციებს უკავშირდება, რაც მას ანიჭებს გარკვეულ მაგიურობასა და ექსტრასენსორულ უნარებს.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით კურდღელი პირველ რიგში ქალებს მფარველობს, რადგან ის „ინ“ ენერგიაა, რომელიც სწორედ მდიდრულ ენერგიად მოიაზრება. გარდა ამისა, ეს უკავშირდება ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას და ბავშვებს. ამიტომ კურდღლის წელს როგორც წესი, ერთიორად იმატებს დაოჯახების და ბავშვის შეძენის ალბათობა.
იაპონურ და ვიეტნამურ ასტროლოგიაში კურდღელს კატა ანაცვლებს. თუმცა ორივე მათგანს ახასიათებს სიმარჯვე და მოქნილება (დაცემისას თათებზე დახტომა). ამიტომ ამ წელს შედარებით მეტ წარმატებას აღწევენ მოქნილი ადამიანები, რომლებიც ტაქტის, დიპლომატიისა და სწორი პოლიტიკის წყალობით იოლად მოახერხებენ მიზნების მიღწევას (ცხადია, ეს უკავშირდება ემოციურ ინტელექტს, ამიტომ ამ წელს მსგავსი საკითხები კიდევ უფრო გააქტიურდება და წინა პლანზე წამოიწევს).
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველ ეგვიპტეში არსებობდა კატისთავიანი ქალღმერთი – ბასტეტი, რომელიც ქალურ სილამაზეს, სიყვარულს, მომხიბვლელობას, მხიარულებას განასახიერებდა. კატა – ეს არა მხოლოდ სინაზის, მოქნილებისა და გამჭრიახობის ზოომორფული სიმბოლოა, არამედ აღმოსავლეთში მას სიბრძნის, ჭკუის და გრაციოზულობის მატარებელ ცხოველადაც თვლიან.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2023 წლისთვის გაძლიერდება ქალური მომხიბვლელობა და მაგია. მით უმეტეს, რომ როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, ეს წელი „ინ“ (მდედრულ) ენერგიას უკავშირდება. ეს ყოველივე კოსმოსური იმპულსების პასიურ, ნაკლებად ენერგიულ გამოვლენაზე მიანიშნებს. წყლის სტიქიის მდედრული ენერგია – ეს არის არამუდმივი წყალი – წვიმა, თოვლი, ცვარი, ასევე შეიძლება ეს იყოს ნაკადული, ანუ რეალურად „უსაფრთხო“ წყალი, რომელიც არავის არ „ემუქრება“ (ამით განსხვავდება ის 2022 წლის „იან“ ენერგიის წყლისგან, რომელიც სიმბოლურად ბობოქარ ზღვას, ოკეანეს უკავშირდებოდა და ის თავისი ქმედებით დამანგრეველ ეფექტს ატარებს).
ამ ცხოველს ერთგვარი გაორება ახასიათებს. პირველი – ეს არის, სხვაზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა და მეორე, მიუკარებლობა, რამდენადმე „პირველყოფილი“, „ველური“ ენერგია, რომელიც თავის მხრივ ბუნების ძალებს და ასტრალს უკავშირდება. სწორედ ბუნებასთან ემოციური კავშირი „სძენს“ კურდღელს იმ ხიბლსა და მომხიბვლელობას, რომლის დახმარებით მას სხვა ადამიანების მოჯადოება და მონუსხვა შეუძლია.
აღმოსავლურ ზოდიაქალურ ციკლში კურდღლის წელი შედარებით მშვიდობიან წლად ითვლება, ამიტომ აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ ამ წელს მოაქვს დაპირისპირების თავიდან არიდებისა და მშვიდობის ძიების ძლიერი სურვილი. როგორც მრავალსაუკუნოვანი ასტროლოგიური გამოცდილება გვიჩვენებს, კურდღლის წელი ალაგებს და აწესრიგებს იმ ყველაფერს, რასაც მისი წინამორბედი ვეფხვი „ურევს“. თუ „ვეფხვი“ – ენერგიული, მეომრული და რამდენადმე ქაოსური ნიშანია, კურდღელი პირიქით, პასიური და მშვიდობის მოყვარულია. კურდღლის წელს წინ იწევს ისეთი პროექტები, რომლებიც სწორედ მშვიდობიან პერიოდში აქტიურდება და უპირველესად, ეს არის ხელოვნება, კულინარია, ცხოვრებით ტკბობა. როგორც წესი, კურდღლის წელი საკმაოდ სასიკეთოა ბიზნესისთვის. ამ წელს ხშირად ხდება ფინანსური აღმასვლა ან სულაც, წინა წელს განცდილი მარცხისგან თავის დაღწევა. გარდა ამისა, ამ წელს ასევე იოლად ხდება ფულის გამომუშავება, თუმცა ასევე იოლად იხარჯება, რადგან ეს წელი შედარებით ზედაპირულია და ადამიანები იოლად უყურებენ ყველაფერს. ამიტომ საჭირო იქნება ეკონომიურობის გამოჩენა, რათა საბოლოო ჯამში, ფინანსური პროგრესი იქნას მიღწეული.
საერთოდ, კურდღლი არის ორი ხისტი წლის – ვეფხვისა და დრაკონის შუალედური წელი, სწორედ ამიტომ აღმოსავლეთში მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ წელში ახერხებენ ძალების აღდგენას, რომლებიც მათ ვეფხვის წელში დახარჯეს და ემზადებიან ახალი შეტევისთვის და აქტიური მოქმედებებისთვის, რომელიც დრაკონის წელს ახასიათებს.
კურდღლის წელი „არ სწყალობს“ აგრესიულ და თავხედ ადამიანებს. ასეთი ადამიანები ხშირად განიცდიან მარცხს და წარუმატებლობას. ამ წელს გაცილებით მეტ წარმატებებს აღწევენ კარგი მანერების მქონე ადამიანები, ისინი ვინც სიკეთით, მგრძნობიარობით და არტისტიზმით არიან გამორჩეულები.
2023 წელში ვეფხვის ენერგიულობას, ბრძოლისუნარიანობას, რადიკალიზმს და დამანგრეველ მოქმედებებს – კურდღლის ტაქტიანობა, დიპლომატიურობა, მოხერხებულობა, გაწონასწორება და მშვიდობის დამყარების სურვილი შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში შენარჩუნდება 2022 წლის დაძაბულობა და სიხისტე, წლის მეორე ნახევრიდან საერთო სიტუაცია უფრო სტაბილური გახდება.
სტიქიების მიხედვით 2023 წელს 1 იანვრიდან – 16 მაისამდე სასიკეთო იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი), ხოლო 17 მაისიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით შედარებით პოზიტიური იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა).” – წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები