ქართული ჩურჩხელა მსოფლიოს ყველაზე გემრიელ ტკბილეულთა ათეულშია

თურქულ ფახლავასთან და იტალიურ ტირამისუსთან ერთად ყველასათვის საყვარელი ქართული ჩურჩხელა მსოფლიოს ყველაზე გემრიელ ტკბილეულთა ათეულშია.
მართალია, ჩურჩხელამ უკვე სახელი მსოფლიოშიც გაითქვა,მაგრამ კახეთში მისი რეალიზაციის პრობლემაზესაუბრობენ.
შემოსავალი თითქმის არ არის, ვწვალობ, რომ 10-20 თეთრი მაინც დამრჩეს ერთი ჩურჩხელიდან. ნიგოზი დაყურძენი გაძვირდა, შესაბამისად, ძვირი გვიჯდება და მომხმარებლებსაც უჭირთ მისი ყიდვა“, – აცხადებს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც 25 წელია ჩურჩხელით ვაჭრობს.
ტრადიციული წესით დამზადებული ჩურჩხელის შეძენა AMAZON.COM-ზეც შეიძლება. მომხმარებლებს სწორედიმიტომ მოსწონს, რომ იგი შაქრის ფხვნილისგან არ არის დამზადებული და ყურძნის ნატურალურ წვენს შეიცავს.რეიტინგის ათეულში მოხვედრამ, შესაძლებელია, საზღვარგარეთ ყურძნის რეალიზაცია უფრო გაზარდოს.

 

 

 

წყარო –  garb.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები