ლევან კობიაშვილი შეყვარებულია. ცნობილი შეფის ახალი რჩეული ნინა ილურიძეა. წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ლევან კობიაშვილი საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ბრენდ შეფია. საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ კულინარიული გადაცემა „მასტერშეფით“ გაიცნო, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, კონსტანტინე თედელურთან და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად.
ჩვენი ინფორმაციით, ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან. ნინა ილურიძე დაოჯახებული გახლდათ და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
წლების მანძილზე ქორწინებაში იყო ლევან კობიაშვილიც. მისი მეუღლე კონდიტერი თიკო მიქაბერიძე გახლდათ. შეფს პირველი ქორწინებიდან 21 წლისა და 11 წლის ვაჟები ჰყავს. გოგონა 4 წლის ასაკში დაეღუპა, ბავშვს დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
ორი წლის წინ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ცნობილი შეფი შვილებსა და მეუღლეზე ყვებოდა:
– მეუღლეს საკონდიტრო აქვს დამთავრებული და სახლში მზარეულობასაც კარგად ართმევს თავს. ოჯახში, სადაც გაიზარდა, ძალიან კარგად ამზადებდნენ და კარგად იცის, ტრადიციული კერძების გაკეთება. თავისი ფანტაზიებიც ჩააქსოვა. მეც თუ რამეს მეკითხება, ვეუბნები, მაგრამ ძირითადად დახმარება არ სჭირდება, ისე ამზადებს.
ხელი მართლა კარგი აქვს და ვფიქრობ, მზარეულიც კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ოჯახში ორი შეფი ალბათ მეტისმეტი იქნებოდა. საკონდიტროზე თავისი სურვილით ისწავლა და ამ განხრით მუშაობდა სასტუმროებში სხვადასხვა შეფებთან. ცოტა მარილს აკლებს ხოლმე კერძს, მაგრამ არა უშავს.
შვილებთან მკაცრი უნდა იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არ ვარ, არც ეს სიმკაცრე გამომდის. ვცდილობ, მეგობრულიც ვიყო, მაგრამ სამზარეულოში მეგობრული ვერავისთან ვიქნები, თუნდაც ეს შვილი იყოს.ლევან კობიაშვილი შეყვარებულია. ცნობილი შეფის ახალი რჩეული ნინა ილურიძეა. წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ლევან კობიაშვილი საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ბრენდ შეფია. საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ კულინარიული გადაცემა „მასტერშეფით“ გაიცნო, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, კონსტანტინე თედელურთან და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად.
ჩვენი ინფორმაციით, ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან. ნინა ილურიძე დაოჯახებული გახლდათ და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
წლების მანძილზე ქორწინებაში იყო ლევან კობიაშვილიც. მისი მეუღლე კონდიტერი თიკო მიქაბერიძე გახლდათ. შეფს პირველი ქორწინებიდან 21 წლისა და 11 წლის ვაჟები ჰყავს. გოგონა 4 წლის ასაკში დაეღუპა, ბავშვს დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
ორი წლის წინ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ცნობილი შეფი შვილებსა და მეუღლეზე ყვებოდა:
– მეუღლეს საკონდიტრო აქვს დამთავრებული და სახლში მზარეულობასაც კარგად ართმევს თავს. ოჯახში, სადაც გაიზარდა, ძალიან კარგად ამზადებდნენ და კარგად იცის, ტრადიციული კერძების გაკეთება. თავისი ფანტაზიებიც ჩააქსოვა. მეც თუ რამეს მეკითხება, ვეუბნები, მაგრამ ძირითადად დახმარება არ სჭირდება, ისე ამზადებს.
ხელი მართლა კარგი აქვს და ვფიქრობ, მზარეულიც კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ოჯახში ორი შეფი ალბათ მეტისმეტი იქნებოდა. საკონდიტროზე თავისი სურვილით ისწავლა და ამ განხრით მუშაობდა სასტუმროებში სხვადასხვა შეფებთან. ცოტა მარილს აკლებს ხოლმე კერძს, მაგრამ არა უშავს.
შვილებთან მკაცრი უნდა იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არ ვარ, არც ეს სიმკაცრე გამომდის. ვცდილობ, მეგობრულიც ვიყო, მაგრამ სამზარეულოში მეგობრული ვერავისთან ვიქნები, თუნდაც ეს შვილი იყოს.
წყარო: https://www.ambebi.ge