ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა

ახალგაზრდა გოგო, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ,საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა დანით მოკლა, 31 წლის სოფო კვარაცხელიაა. ცოლ-ქმარი ზუგდიდიდან რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
სოფო კვა­რა­ცხე­ლია 2017-2018 წლებში, ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რის მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ბი­უ­რო­ში მუ­შა­ობ­და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ახალ­გაზ­რდა ქალს, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში ჩაასვენებენ.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები