ვერძი
საუკეთესო დღეა მოლაპარაკებებისათვის, პარტნიორებთან იოლად გამონახავთ საერთო ენას და მარტივად მიიღებთ მათ მხარდაჭერას. არის კარიერული წინსვლის შანსებიც.
კურო
გჯეროდეთ საკუთარი წარმატების და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ნუ შეეგუებით არსებულ სიტუაციას, ნუ შეუშინდებით ბარიერებს. შეუპოვრად, მტკიცე ნაბიჯებით იარეთ თქვენი არჩეული გზით.
ტყუპები
წარმატების მისაღწევად მხოლოდ სტიმული გჭირდებათ, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს – ფულადი დაინტერესება, ცნობისმოყვარეობა, დაპირება მომავალ სარგებელზე ან მითითება ზემდგომებისგან.
კირჩხიბი
შეეცადეთ არ აჰყვეთ სიზარმაცეს და პასიურობას, მით უმეტეს, რომ შრომა თქვენთვის სასიკეთო თერაპიაა, მიუხედავად დაქვეითებული ენერგიისა და აქტიურობისა თუ მოერევით თავს დღე მეტად საინტერესოდ და სასიკეთოდ ჩაივლის.
ლომი
დღეს მოგიწევთ არა მარტო სწრაფად შეასრულოთ ვალდებულებები, არამედ თვალყური ადევნოთ ცვალებად გარემოებებს და ირგვლივმყოფთა რეაქციებს, თუ ფანტაზიებს მოერევით შეცდომებს აიცილებთ და ძალიან პროდუქტიული დღე გექნებათ.
ქალწული
ყველანაირად შეეცდებით საქმეებიდან თავის დაძვრენას ნებისმიერი მიზეზით, ამიტომ სავარაუდოდ გაცილებით ნაკლებ საქმეს გააკეთებთ ვიდრე შეგიძლიათ, ეცადეთ გადაამოწმოთ ის საკითხები, რომელიც თქვენში ეჭვს იწვევს.
სასწორი
დღევანდელი დღე ხელს უწყობს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, მოლაპარაკებებს, კლიენტების მოზიდვას, კომპრომისით თქვენ იოლად მოაგვარებთ ყველაზე დელიკატურ საკითხებს გარშემომყოფებთან.
მორიელი
იმისათის, რომ შეცდომები აიცილოთ თავიდან, საჭიროების შემთხვევაში სხვათა დახმარება რჩევისათვის აუცილებელია. მხოლოდ სანდო, გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობით მოახერხებთ ჩანაფიქრის რეალიზებას.
მშვილდოსანი
სტრატეგიული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით შანსი გექნებათ კარგი შედეგები მიიღოთ და ხელში ჩაიგდოთ სიტუაციის მართვის სადავეები, ამავდროულად უკან მოიტოვოთ მოშურნეები და კონკურენტები.
თხის რქა
შესაძლოა მიხვდეთ, რომ რაღაც არ იცით, რაღაც გამოგეპარათ და საქმეს თავს ვერ გაართმევთ. ნუ დაღონდებით, მოდუნდით და შეეცადეთ მოიძიოთ ინფორმაცია, შემდეგ კი ყურადღების კონცენტრირებით განაგრძეთ დაწყებული.
მერწყული
სიურპრიზები სასიამოვნო განწყობას და მუხტს შემოიტანს თქვენს ყოველდღიურობაში, თავს იღბლიანად იგრძნობთ. რაც მეტი ახალი იდეა გაჩნდება თქვენს გონებაში, მით მეტი ახალი კარი გაიღება დღეს თქვენთვის.
თევზები
ყურადღება მიაქციეთ თითოეულ იდეას, თავიდან ბოლომდე გაიაზრეთ, მთლიანობაში დააფიქსირეთ თქვენი მიზანი, შეარჩიეთ საჭირო სტრატეგია და არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.