ვერძი
მშვიდობიანად დაასრულეთ დაწყებული პროექტები. შედეგების შეფასების პერიოდია. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას და კავშირის გაწყვეტას საქმიან პარტნიორებთან. კვირის ბოლოს შეგიძლიათ ჩამოწეროთ სამომავლო გეგმები.
კურო
აქტიური და ჯიუტი ხართ, სასურველის მიღწევა გსურთ. მოგინდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. კარგი იქნება ვარჯიში და დიეტის დაცვა. იყავით რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ.
ტყუპი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, კონფლიქტს. გაფრთხილდით, არ გახდეთ ილუზიების, მოტყუების მსხვერპლი. შემოგიტევთ სიზარმაცე და განმარტოება მოგინდებათ. უქმეები სიმშვიდეში, ქალაქგარეთ გაატარეთ.
კირჩხიბი
გახშირდება მეგობრული შეხვედრები. შეიძლება ზოგიერთი პროექტი მათი დახმარებით
განახორციელოთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. გაფრთხილდით ფულადი გადარიცხვებისას.
ლომი
ახალი ინფორმაციების მიღების პერიოდი გაქვთ. შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორებიც გაიჩინოთ და გაფრთხილდით, არ გახდეთ ტყუილების, შეთქმულების მსხვერპლი. ყველა ამბიციური პროექტი მომავალი კვირიდან განახორციელეთ.
ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება საქმიანობის გაგრძელება საზღვარგარეთ მოინდომოთ. მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. კვირას ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას.
სასწორი
გაერკვევით თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეებში. შეიძლება გამოიძიოთ რამე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. უმჯობესია ფინანსები სარფიან ბიზნესში, ძვირად ღირებულ ნივთებში დააბანდოთ. დაგაინტერესებთ ეზოთერიკული ლიტერატურა ან დეტექტივები.
მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. აკონტროლეთ ემოციები. მოაწესრიგეთ საბუთები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იყავით დაკვირვებული ფინანსებთან. უქმეებზე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ.
მშვილდოსანი
ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, დიეტას, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. უქმეებზე გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
თხის რქა
კარგად შესრულებული საქმისთვის მიიღებთ შექებას, ჯილდოს. იყავით მომართული რომანტიკული სფეროს გაუმჯობესებაზე; საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. უქმეები შვილებთან ერთად გაატარეთ. კვირას ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია.
მერწყული
დაუთმეთ დრო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მოიცილეთ ყველა უსარგებლო ნივთი. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან ერთად. შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. უქმეები სასიამოვნო გარემოში გაატარეთ, ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები.
თევზები
საინტერესო მოვლენების კვირა დაგიდგათ. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, რათა მომავალი კვირიდან ახლები და პერსპექტიულები დაიწყოთ. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ ილუზიების, ტყუილების მსხვერპლი, არავის ენდოთ გადაუმოწმებლად.