“ექიმებმა თქვეს, რომ ის იღბლიან ვარსკვლავზე დაიბადა” – ვინ არის გოგონა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

15 წლის მარინა ჩუგუევი ერთ-ერთი მათგანია, ვინც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრამზე“ გავრცელდა. დაბომბვის შედეგად, მან მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. აფეთქების ტალღამ საცხოვრებელ ბინაში ფანჯრები ჩაამსხვრია, გოგონა კი მისი ფრაგმენტების ქვეშ მოექცა.
როგორც ექიმებმა აღნიშნეს, მარინა იღბლიან ვარსკვლავზე დაიბადა, მარინას შუშის ნამსხვრევები სახის არიდან ეტაპობრივად ამოუღეს.
„მთავარი ისაა, რომ ის ცოცხალია. დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია,“ – ეუბნება დედა ქალიშვილს.

კომენტარები

სხვა სიახლეები