“ქართველებო, ნუ დაიღლით თავს ბოღმის ნთხევით… შემოგევლოთ რუსეთი” – როგორ ემშვიდობებიან “ინსტაგრამს” რუსეთში მოღვაწე ქართველები
14 მარტს 00:00 საათზე რუსეთში “ინსტაგრამი” დაიბლოკება. ეს გადაწყვეტილება “როსკომნადზორმა” მიიღო. მანამდე ხალხს მისცეს უფლება, ფოტოები ჩამოტვირთონ და შეინახონ. ქართველ ცნობად სახეებს “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდებზე რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავთ, რომლის დაკარგვაც ცხადია, არ უღირთ. ისინი მთელი დღის განმავლობაში დებდნენ სთორებს, პოსტებს, რომ თაყვანისმცემლებთან შეხვედრა ამჯერად “ვკონტაქტეზე” ან “ადნაკლასნიკზე” მოუწევდათ.
მიმი შელია:
“ჩემი “უკეთილშობილესო” ქართველო კეთილისმსურველებო. ტყუილად ნუ დაიღლით თავს ჩემი მისამართით ბოღმის ნთხევით. შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი. რომ მწერთ, იხურება ინსტაგრამი და რით რეალიზდებიო, მე უკვე რეალიზებული ვარ ყველა ასპექტში, თქვენგან განსხვავებით. ნუ ნერვიულობთ, პოსტები მექნება ხვალ, ზეგ და უსასრულოდ, აქ ამ პლატფორმაზე. უსურვეთ ყველას სიკეთე და იგივე სიხარულში და ბედნიერებაში იქნებით აწ და მარადის”.
თინა კანდელაკი და სხვა რუსი ვარსკვლავები ძველებურად აგრძელებენ კრემლის ნარატივს, მოსახლეობას აიმედებენ, რომ “მაკდონალდსის” გარეშე უფრო გამხდრები იქნებიან, ხოლო “ინსტაგრამს” და “ფეისბუქს” კი “ვკონტაქტე” და “ადნაკლასნიკი” უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. გუშინ უმეტესმა მათგანმა “ინსტაგრამზე” გამოსამშვიდობებელი პოსტები დადო და გამომწერებს “ვკონტაქტეს” ლინკები გაუზიარეს.