“დადის სწრაფად, მაგიდაზე დგება და თითს გვიქნევს, გვაკონტროლებს” – სოფო ნიჟარაძე შვილზე ელის მარია სააკაშვილზე საუბრობს

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შვილზე ელის მარია სააკაშვილზე გადაცემა  “ვა­ნოს შოუში” ისაუბრა:

“იყო ძა­ლი­ან წყნა­რი და მშვი­დი ბავ­შვი, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ხე­დავ­და და რომ ჩა­მო­ვე­დით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­გი­ჟა. ძა­ლი­ან ცელ­ქია, ჩხუ­ბობს, მა­გი­და­ზე დგე­ბა, რომ იქი­დან გვა­კონ­ტრო­ლოს, თითს გვიქ­ნევს, და­ჩაგ­რუ­ლი ვყა­ვართ, უფ­რო­სია ჩვე­ნი, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს.

 

ძა­ლი­ან უყ­ვარს კუ­ბი­კე­ბით თა­მა­ში. აა­შე­ნებს და­ან­გრევს, მერე თა­ვი­დან აა­შე­ნებს, ბო­ლოს ისე­თი ხდე­ბა სა­ღა­მოს სახ­ლში, რომ ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლია. რო­დე­საც სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მას ვწერ­დით, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და… მარ­თლაც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და თავს და სულ არ უნ­დო­და იქი­დან ჩას­ვლა. ყვე­ლა­ზე უფრო გა­ნა­თე­ბულ ადგილზე დგებოდა.

ძა­ლი­ან სწრა­ფად და­დის. რომ ჩა­ვიყ­ვან ეზო­ში, სა­ნამ პარ­კის­კენ გა­ვალთ, მო­კი­დებს სა­თა­მა­შო ბავ­შვის ეტლს ხელს და გარ­ბის, და­ა­დებს თავს და სად მი­დის არ იცის”. – ამბობს ნიჟარაძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები