ლევან მესხორაძე: ვაქცინაცია კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა

საქართველოს წარმომადგენელი სტრასტბურგის სასამართლოში საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ლევან მესხორაძე საინფორმაციო კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის აქტიურად ჩაერთო.
​ვიდეო მიმართვაში იგი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“ვუერთდები საინფორმაციო კამპანიას #ავიცრათერთმანეთისთვის. მილიონობით ადამიანმა უსაფრთხოდ გაიარა ვაქცინაცია, რაც არის კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალება.
​გთხოვთ, აიცრათ თითოეული თქვენგანი, რათა მივაღწიოთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს”,- ამბობს ლევან მესხორაძე.

კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის აქტიურად არის ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობა. ვაქცინაციისკენ მოუწოდეს მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემაც.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები