გიორგი კაკაბაძე – „სხეულს თუ არ მიხედე, როგორ ატარებ იმ სულსაც, რომელიც გაქვს“

„ერთადერთი – საკუთარი გამოცდილება მაქვს და რაც საკუთარი გამოცდილებიდან  ვიცი, იმის თქმა მინდა. მე ორჯერ აცრილი ვიყავი და ვირუსი ძალიან ადვილად გადავიტანე, მიუხედავად იმისა, რომ  რისკჯგუფში ვარ – მაქვს დიაბეტი და რაღაც საფრთხეები მემუქრებოდა, მე ვფიქრობ, რომ ვაქცინამ მიშველა“, – განაცხადა მწერალმა, მთარგმნელმა, ფიროსმანის ბიოგრაფმა და ექსპერტმა გიორგი კაკაბაძემ. მისი თქმით, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე თვლის, რომ ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს.

„ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება და, რა თქმა უნდა, მინდა, რომ  ვაქცინა ყველამ გაიკეთოს. ადრეც ხომ ვიკეთებდით სხვადასხვა ვაქცინას, ესეც ჩვეულებრივი აცრაა, ამაში  საშიში არაფერია და საფრთხე არ არსებობს, არ უნდა დავაკავშიროთ ეს რელიგიასთან და მისტიკასთან, ეს ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია. ცოტა ხნის წინ ID ბარათების ეშინოდათ, გასული საუკუნის დასაწყისში – ვიოლინოსი… რელიგიური ფანატიზმი ძალიან შორს მიდის… ეს ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურაა, ჩვენ ვიცნობთ ვაქცინის  თვისებებს, ბუნებას, ამიტომ მე პირადად ვენდობი და გავიკეთე მეც და ოჯახის ყველა წევრმაც. ყოველ შემთხვევაში, ახლა, როცა ვაქცინაზე უკეთესი არაფერი არსებობს, უნდა ავიცრათ…

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ კარგად და ჯანმრთელად ვიყოთ,  სხეული გვატარებს ჩვენ და მას  მიხედვა და პატრონობა უნდა.  სხეულს თუ არ მიხედე, როგორ ატარებ იმ სულსაც, რომელიც გაქვს“, – განაცხადა გიორგი კაკაბაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები